14:22 | 2020-05-12 ავტორი: თამთა თორდია

მარტოხელა მამას, რომელიც სამ შვილს მარტო ზრდის, ზუგდიდში სახლი აჩუქეს

მარტოხელა მამას, რომელიც სამ შვილს მარტო ზრდის, ზუგდიდში სახლი აჩუქეს

ანაკლიაში ბოკუჩავების ოთხსულიან ოჯახს ზუგდიდის მერიამ ახალი სახლი გადასცა.

 

სოციალური სახლის მიღებამდე მინდია ბოკუჩავა რთულ საცხოვრებელ პირობებში, ანაკლიის ყოფილი საბავშვო ბაღის ამორტიზებულ შენობაში სამ შვილს ზრდიდა.

 

ბავშვების დედა შვილებთან არ ცხოვრობს და არც შვილები ღებულობენ დედას.

 

ზუგდიდის მერიამ 2015 წლიდან დღემდე სოციალური სახლის პროგრამის ფარგლებში ახალი სახლი 117 ოჯახს გადასცა. პროექტი წელსაც მიმდინარეობს.

 

ბოკუჩავების ახალაშენებული სახლი დღეს სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ ნინო ვიბლიანმა, მუნიციპალიტეტის მერმა და საკრებულოს თავმჯდომარემ დაათვალიერეს.

 

დღესვე მერიამ ოჯახს პირველადი მოხმარების სასურსათო პროდუქტიც გადასცა.

 

 

ავტორი: თეა შონია

ავტორი: თამთა თორდია

0
კომენატარი - +

მსგავსი სიახლეები

X