21:07 | 2020-03-17 ავტორი: Prime Time

მარტო ხელისუფლებას ამ ბრძოლაში გაუჭირდება, ყველა უნდა გავერთიანდეთ – კახა კალაძე ქვეყანაში შექმნილ მდგომარეობაზე

მარტო ხელისუფლებას ამ ბრძოლაში გაუჭირდება, ყველა უნდა გავერთიანდეთ –  კახა კალაძე ქვეყანაში შექმნილ მდგომარეობაზე

ჩემთვის, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ის ინფორმაცია, რასაც კორონავირუსთან დაკავშირებით მედია ბოლო დღეების განმავლობაში აწვდის მოსახლეობას,- ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ „ტვ პირველის“ გადაცემა „რეაქციიის“ ეთერში განაცხადა.

 

მისი თქმით, როგორც არასდროს, დღეს ქვეყანას სჭირდება საერთო ძალისხმევა მნიშვნელოვანი გამოწვევის დასაძლევად.

 

ასევე დაგაინტერესებთ: 

კახა კალაძე: ძალიან მძიმე და გულისამაჩუყებელია იმ მდგომარეობაში იტალიის ნახვა, რაშიც აღმოჩდნენ
2020-03-17კახა კალაძე: ძალიან მძიმე და გულისამაჩუყებელია იმ მდგომარეობაში იტალიის ნახვა, რაშიც აღმოჩდნენ

 

„დღეს ის დროა, როცა ყველა უნდა გავერთიანდეთ: ხელისუფლება, საზოგადეობა, რადგან ვართ დიდი გამოწვევის წინაშე.

მე არ მინდა ხალხი პანიკაში ჩავაგდო, კიდევ ერთხელ ვიმეორებ ყოველგვარი პანიკის გარეშე, კონსოლიდირებულად უნდა ვებრძოლოთ ამ ვირუსს, როგორც სახელმწიფო, საზოგადოება, მედია, ყველა ერთად, ერთიანი ძალისხმევით.

მარტო ხელისუფლებას ამ ბრძოლაში გაუჭირდება. თუ სპეციალუსტთა ყველა რჩევა და რეკომენდაცია იქნება გათვალისწინებული, დამერწმუნეთ ღირსეულად გამოვალთ ამ ბრძოლიდან.
ყველაფერი იქნება კარგად!“, – განაცხადა კალაძემ.

 

 

ავტორი: Prime Time

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები