fbpx
11:41 | 2020-05-01 ავტორი: თამარ გონგაძე

“მართალია, სამი წლისები ვართ, მაგრამ პატარასაც ხომ შეუძლია გაახაროს აუდიტორია” – “იმედის დილა” და ” იმედის დღე” იუბილარია

“მართალია, სამი წლისები ვართ, მაგრამ პატარასაც ხომ შეუძლია გაახაროს აუდიტორია” – “იმედის დილა” და ” იმედის დღე” იუბილარია

„იმედის დილა“ და „იმედის დღე“ იუბილარია, გადაცემები 3 წლის გახდა.

 

მთავარი პროდიუსერი, სოფო ნიკოლაიშვილი ამაყობს იმით, რომ ეს გადაცემები აქტუალურ თემებზე მზადდება და შემეცნებითი ტიპისაა.

 

სოფო ნიკოლაშვილი: – 20 წელია სატელევიზიო სფეროში ვარ, ძირითადად პოლიტიკაზე მიმუშავია. მაგრამ აგერ უკვე სამი წელია, გამიჩნდა განცდა, რომ ნამდვილ ჟურნალისტიკას ახლა “ვაკეთებ”. ეს ორი გადაცემა კონკრეტულად ხალხისთვის კეთდება, მათთვის მნიშვნელოვანი თემები შუქდება, საზოგადოების გაზრდას ემსახურება.

 

მხოლოდ ხელისუფლებას და ოპოზიციას ვერ მოვთხოვთ პასუხს. მთავარია ყოველი ჩვენგანის განვითარება და პასუხისმგებლობა.

 

ბევრ რამეში გაიზარდა საზოგადოება და ეს ნათლად ჩანს.

 

ბულინგი, ბავშვის აღზრდა, მოზარდთან ურთიერთობა, ძალადობა, ოჯახური პრობლემები, ეკოლოგია – ეს თემები ყველა ჩვენგანისთვის მზადდება.

 

ძალიან ღირებულ თემებს ვაკეთებთ და ამიტომ მეძვირფასება ეს გადაცემები. ყვითელი ფორმატიდან შემეცნებითზე გადავიდა და სამ წელს იმიტომ აღვნიშნავთ, რომ თვისობრივად განსხვავებული ფორმატები შეიქმნა.

 

ამრიტა ჯანაშია (პროდიუსერი): – ეს პროექტი ძალიან მიყვარს, ბევრი ადამიანის შრომაა მასში ჩადებული. ტელეწამყვანებს მიღმა ბევრი უჩინარი ადამიანი მუშაობს. “იმედის დილამაც” და “დღემაც” ქართულ ტელესივრცეში გაამართლა. სრულიად ახლებური ფორმა წარუდგინა მაყურებელს.

 

გოდერძი შარაშია: – სამი წლის გავხდით, მართალია პატარები ვართ, მაგრამ ზოგჯერ პატარასაც ხომ შეუძლია კარგი თქვას და გაახაროს დედა, მამა, ბებია, გარე მეზობლები, აუდიტორია და ასე შემდეგ.

 

ვფიქრობთ, წარმატებული პროექტია, ჰყავს მაყურებელი, ამას რეიტინგები აჩვენებს.

 

ეს ნამდვილად მეორე ოჯახია. სამი წელია ჩემი ყოველი დილა „იმედის დილით“ იწყება. ეთერში რომ არ ვარ და ვიღვიძებ, ჩემი კოლეგების გადაცემას მაინც ვნახულობ. მათ განწყობას ვიზიარებ…

 

ჩვენ ვცდილობთ კარგად დავიწყოთ დღე, რომ საღამოც სასიამოვნოდ დავასრულოთ.

 

გვიყვარს და პატივს ვცემთ ერთმანეთს. რაც მთავარია, ყველა ერთმანეთს ვუსმენთ და ესაა ჩვენი წარმატების საიდუმლო.

 

ნათია ორველაშვილი: – ჩემი აზრით, „იმედის დილა“ და „იმედის დღე“ ქართულ ტელესივრცეში მართლა გამორჩეული გადაცემებია. თავისი ნიშა აქვს. ჩვენი ტელესივცრე პოლიტიკური გადაცემებით ამოვსებულია. ადამიანზე და მის გარშემო მეტი ფიქრია საჭირო. ეს ორი გადაცემა კი ამას ეხმიანება. მინდა სულ წარმატებული იყოს.

 

მარიკა ბაკურაძე: – მიუხედავად იმისა, რომ ამ გადაცემებზე მომუშავეთა ნაწილი დიდი ხანია „იმედზე“ ვმუშაობთ, ამ ორ გადაცემაზე მუშაობისას მართლა სახლის შეგრძნება გვეუფლება. თან ყოველდღიური რომ არის, კიდევ უფრო ამძაფრებს ამ ყველაფერს. ნათესავები რომ გენატრება კარანტინში, ჩვენც ასე დგვემართა. გვენატრებოდა ერთმანეთი…

 

ორშაბათიდან „იმედის დღეც“ ბრუნდება, ჩვეულებრივ გავაგრძელებთ და ძალიან მიხარია.

ავტორი: თამარ გონგაძე
X