fbpx
15:40 | 2020-10-29 ავტორი: Prime Time

მარნეულში სტადიონის რეაბილიტაციისთვის მოსამზადებელი სამუშაოები უკვე დაწყებულია

მარნეულში სტადიონის რეაბილიტაციისთვის მოსამზადებელი სამუშაოები უკვე დაწყებულია

ქალაქ მარნეულში ცენტრალური სტადიონის რეაბილიტაციისთვის მოსამზადებელი სამუშაოები უკვე დაწყებულია. პროექტის განხორციელებას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი უზრუნველყოფს.

 

პროექტი ითვალისწინებს მაღალი ხარისხის ხელოვნურსაფარიანი საფეხბურთო მოედნის და 1500 მაყურებელზე გათვლილი ტრიბუნების მოწყობას, რომელიც აკმაყოფილებს ფიფას მეორე კატეგორიის სტადიონის მოთხოვნებს.

 

სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობის პერიოდში აშენდება ორსართულიანი შენობა. პირველ სართულზე განთავსდება გასახდელები, მეორე სართულზე კი – სასწავლო ოთახი და სტადიონის ადმინისტრაციის საოფისე ფართი.

 

პროექტის ფარგლებში ასევე მოეწყობა ავტოსადგომები, მოედნის და პარკირების განათება, განახლდება გახმოვანების, სახანძრო და სადრენაჟო სისტემები, სტადიონი ადაპტირებული იქნება შშმ პირების საჭიროებებზე.

 

 

R

ავტორი: Prime Time

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X