fbpx
16:02 | 2020-10-27 ავტორი: Prime Time

მარნეულში სასმელი წყლის ქსელები მოეწყობა

მარნეულში სასმელი წყლის ქსელები მოეწყობა

მარნეულის მუნიციპალიტეტში, მიმდინარე წელს, მოსახლეობის სასმელი წყლით უზრუნველყოფის მიზნით, მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტები ხორციელდება. მიმდინარე ეტაპზე, სასმელი წყლის ახალი ქსელის მოწყობის ფართომასშტაბიანი ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს. რომლის დასრულების შემდეგ, მუნიციპალიტეტის სამი დიდი ადმინისტრაციული ერთეულის – ალგეთის, ქუთლიარისა და კაპანახჩის 8 სოფელი, ჯამში კი 19 107 ბენეფიციარი, ხარისხიანი სასმელი წყლით, შეუფერხებლად მომარაგება.

 

პროექტი, ერთობლივად, ცენტრალური და ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 2 677 520 ლარს შეადგენს. ასევე აქტიურად მიმდიარეობს წყალმომარაგების სისტემის მშენებლობის პროექტი ქალაქ მარნეულში. წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების, ასევე თანამედროვე სტანდარტების გამწმენდი ნაგებობის მშენებლობას, აზიის განვითარების ბანკი აფინანსებს.

 

პროექტის დასრულების შემდეგ, მარნეულისა და მუნიციპალიტეტის 5 სოფლის – წერეთელის, საიმერლოს, ყიზილაჯლოს, დიდი და პატარა ბეგლარის მცხოვრები, ჯამში 31 700-მდე ადამიანი, სტაბილური, ხარისხიანი წყალმომარაგებით იქნება უზრუნველყოფილი. რაც შეეხება წყალარინების სისტემას, კანალიზაციის გამართული ინფრასტრუქტურა 36 ათასზე მეტ ადამიანზეა გათვლილი.

 

R

 

ავტორი: Prime Time

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X