fbpx
23:57 | 2020-11-26 ავტორი: მირანდა ტყემალაძე

მარნეულში სასმელი წყლის პრობლემა მოუგვარებელია – „ტანსაცმელის და ჭურჭლის გასარეცხად არხის წყალს ვიყენებთ“

მარნეულში სასმელი წყლის პრობლემა მოუგვარებელია – „ტანსაცმელის და ჭურჭლის გასარეცხად არხის წყალს ვიყენებთ“

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ხუტურ-ლეჟბადინში მოსახლეობას წლებია სასმელი წყლის პრობლემა აქვს. როგორც სოფელში ყვებიან, სასმელ წყალს სოფლის ერთადერთი წყაროდან ეზიდებიან და ამისთვის კილომეტრების გავლა უწევთ, ტანსაცმელის და ჭურჭლის გასარეცხად კი არხის წყალს იყენებენ.

 

„ამ სოფელში წლებია წყლის პრობლემაა, დასაბანად და გასარეცხად არხის წყალს ვიყენებთ, ჭურჭელსაც არხის წყალში ვრეცხავთ, სხვა გზა არ გვაქვს, ერთი წყაროა სოფელში, იქაც წყალი ხან მოდის და ხან არა, როცა წვიმიანი ამინდია, წყარომდე მისვლა გვიჭირს, მანძილიც დიდია, კილომეტრების გავლა გვიწევს“, – ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი.

 

მარნეულის მერიაში პრობლემის შესახებ იციან, მერის მოვალეობის შემსრულებელი ზაურ ტაბატაძე ამბობს, რომ პრობლემა 2021 წელს მოგვარდება.

 

„ჩვენს მუნიციპალიტეტში წინა წლების მსგავსად, წყლის პრობლემის მოგვარება წელსაც პრიორიტეტია, ხუტურ-ლეჟბადინში სასმელი წყალი პრობლემა ჩვენთვის ცნობილია, ამიტომ წელს იგეგმება სასმელი წყლის მოწყობა, რაც აღნიშნული სოფლისთვის მნიშვნელოვანია“,- განაცხადა ტაბატაძემ.

 

2021 წელს აღნიშნული სოფლის გარდა, სასმელი წყლის პრობლემა სხვა სოფლებშიც მოგვარდება.

 

ავტორი: მარიამ ქველაძე

ავტორი: მირანდა ტყემალაძე
X