fbpx
16:06 | 2020-11-09 ავტორი: Prime Time

მარნეულში საყოფაცხოვრებო ნარჩენების 300 ერთეული ლითონის ურნა განთავსდება

მარნეულში საყოფაცხოვრებო  ნარჩენების 300 ერთეული ლითონის  ურნა  განთავსდება
მარნეულის მუნიციპალიტეტში, დამატებით, საყოფაცხოვრებო ნარჩენების 300 ერთეული ლითონის ურნა განთავსდება. აღნიშნული რესურსით, ქალაქში ძველი ურნები ჩანაცვლდება ახლით, ხოლო მარნეულის სოფლებში სადაც ამის საჭიროება მოითხოვს დამატებით დაიდგმება ნარჩენების ურნები.
მყარი ნარჩენების მართვის თანამედროვე სისტემის დანერგვისა და გარემოს გაუმჯობესების მიზნით, ადგილობრივი თვითმმართველობა სხვადასხვა მნიშვნელოვან ღონისიებებს ატარებს.
მუნიციპალიტეტი, ურნების შეძენას მომავალშიც გეგმავს.
R

ავტორი: Prime Time

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X