fbpx
15:31 | 2020-11-20 ავტორი: Prime Time

მარნეულში ორი სოფლის ცენტრალური გზის მოასფალტება მიმდინარეობს

მარნეულში ორი სოფლის ცენტრალური გზის მოასფალტება მიმდინარეობს

მარნეულის მუნიციპალიტეტში, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების მიზნით, მიმდინარე წელს მასშტაბური პროექტები განოხრიცელდა. ამჯერად გზის კეთილმოწყობა, სოფელ თაზაკენდსა და ბურმაში მიმდინარეობს. აღნიშნული პროექტები, ადგილობრივი ბიუჯეტიდან 838 390 ლარით დაფინანსდა.

 

ინფრასტრუქტურული პროექტის ფარგლებში, სოფელ ბურმაში 1200 მეტრის მოცულობის, ხოლო სოფელ თაზაკენდში, 2479 მეტრის მოცულობის გზა დაიგება.

 

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების შემდგომ, ადგილობრივები უსაფრთხო და კომფორტული გზით ისარგებლებენ.

 

R

ავტორი: Prime Time
X