00:21 | 2020-03-25 ავტორი: თორნიკე ყაჯრიშვილი

მარნეულში მუნიციპალიტეტმა მოსახლეობას სოციალური პაკეტები  გადასცა

კამპანიის „დარჩი სახლში“ ფარგლებში,  მარნეულის მუნიციპალიტეტში სოციალურად დაუცველ ოჯახებს, სოციალური პაკეტები დაურიგდათ, პირველადი მოხმარების ნივთებითა და საკვები პროდუქტით.

 

ამ ეტაპისთვის მუნიციპალიტეტმა  სოციალური დახმარება 100 ოჯახზე გასცა.

 

მოსახლეობისთვის საკვები პროდუქტების გადაცემის მიზნით, მარნეულის მუნიციპალიტეტის  თვითმმართველობის  ორგანიზებით, განხორციელდა მოხალისეთა ჯგუფების მობილიზება, რომლებსაც სპეციალური გადამზადება წითელი ჯვრის საზოგადოებამ ჩაუტარა.

 

მოხალისეების აქტიური ჩართულობით მუნიციპალიტეტში ამ დღეების განმავლობაში,  სხვადასხვა პრევენციული ღონისძიება განხორციელდა.

 

ასევე, მაღალმთიან სოფელ წერაქვში, მუნიციპალიტეტმა გააგზავნა სატრანსპორტო საშუალება და მოსახლეობას შესაძლებლობა მიეცა მოემარაგებინათ პირველადი მოხმარების ნივთები და სურსათი.

 

შეგახსენებთ, რომ 23 მარტიდან საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, კორონავირუსის პრევენციის მიზნით, მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტები გამოცხადდა სპეციალურ საკარანტინო ზონად.

ავტორი: თორნიკე ყაჯრიშვილი

0
კომენატარი - +

მსგავსი სიახლეები

X