17:09 | 2020-05-29 ავტორი: თეონა ყაჭიური

მარნეულში მძღოლმა მგზავრებს პირბადეები დაურიგა, ჩასვლისას კი უკან დააბრუნებინა

მარნეულში მძღოლმა მგზავრებს პირბადეები დაურიგა, ჩასვლისას კი უკან დააბრუნებინა

მარნეულში რამდენიმე ადამიანს, რომელსაც პირბადე არ ჰქონდა, მძღოლმა დაურიგა. ჩასვლისას კი უკან დაბუნება მოსთხოვა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია წერს. 

 

„მეხუთე სკოლის წინ რომ გაჩერებაა იქ მარშუტკაში ვიჯექი. მძღოლმა ორ მგზავრს სთხოვა, რომ პირბადეები უკან დაებრუნებინათ, მათაც დააბრუნეს. მაშინვე მივეცი მძღოლს შენიშვნა თუ რატომ აკეთებდა ამას და მან მიპასუხა, რომ კლიენტები რომ არ დაეკარგა, მოუწია პირბადეების თხოვება“,- ამბობს ერთ-ერთი მგზავრი.

 

ტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია! - რა იქნება შემდეგი ნაბიჯი
2020-05-29ტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია! - რა იქნება შემდეგი ნაბიჯი

 

სატრანსპორტო კომპანიის დირექტორი ამბობს, რომ მძღოლებს ამის შესახებ გაფრთხილება უკვე მისცეს.

 

„ეს პრობლემა უკვე აღმოფხვრილია. დამღალეს უკვე მძღოლებმა. ვესაუბრე მათ და ხვალიდან მგონი ყველაფერი წესრიგში იქნება“ – თქვა დირექტორმა იური სამხარაძემ.

 

ცნობისთვის, დღეიდან ყველა მუნიციპალუტი ტრანსპორტით მოძრაობა აღდგა. ტრანსპორტით გადაადგილებისთვის არსებობს სპეციუალურად შემოღებული წესები, რომელთა დაცვაც აუცილებელია, მათ შორის სავალდებულოა ტრანსპორტში პირბადის ტარება.

ავტორი: თეონა ყაჭიური

0
კომენტარი - +