13:47 | 2021-07-21 ავტორი: თეონა ყაჭიური

მარნეულში ყოფილი ცოლის და სიმამრის მკვლელობაზე დაკავებულის მამას ფიზიკურად გაუსწორდნენ

მარნეულში ყოფილი ცოლის და სიმამრის მკვლელობაზე დაკავებულის მამას ფიზიკურად გაუსწორდნენ

მარნეულში მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს. უწყების ცნობით, პოლიციამ ფაქტზე კიდევ ორი ადამიანი დააკავა.

 


გავრცელებული ინფორმაციით, მას შემდეგ, რაც მამაკაცმა მისი მეუღლე და სიმამრი მოკლა, გარდაცვლილის ახლობლები ბრალდებული მამაკაცის სახლში მივიდნენ. გარდაცვლილი ქალის ახლობლებმა მამაკაცის მამას ნიჩბის გამოყენებით დაზიანებები მიაყენეს და ოჯახის კუთვნილი ორი ავოტომობილი გააზიანეს.

 

ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისა და სხვისი ნივთის დაზიანების ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 117-ე და 187-ე მუხლებით მიმდინარეობს.

 

შემთხვევა გუშინ ღამით მოხდა. მამაკაცმა მარნეულში ყოფილი ცოლი და სიმამრი მოკლა. შეიარაღებული თავდასხმის დროს მძიმედ დაიჭრნენ ყოფილი ცოლისძმა და სიდედრი.

 

გარდაცვლილი ქალი 27 წლისაა. მას 3 შვილი დარჩა.

 

ნახეთ: ვინ არის მამაკაცი, რომელმაც მარნეულში ყოფილი ცოლის ოჯახი ჩაცხრილა

 

ასევე დაგაინტერესებთ: გეგა, დუდუ, შვილი ზუკა… – გია ვოლსკის სამი დიდი ტრაგედია – დეპუტატი გარდაცვლილ შვილზე და სხვა პირად ამბებზე

 

ნონა გაფრინდაშვილმა ლეო მესს საჩუქარი გაუგზავნა – ნახეთ რა აჩუქა ფეხბურთელს საქართველოს სახელით

 

„ჩემი ქმარი არ აკეთებს არაფერს?!“ – ანუკი არეშიძე კახის მხარდასაჭერად, გაიხსენეთ როგორ იცავდა მეუღლეს კრიტიკოსებს

ავტორი: თეონა ყაჭიური


X