16:30 | 2020-03-27 ავტორი: Prime Time

მარნეულში ჯარისკაცებმა ჟურნალისტებს საკვები მიუტანეს (ვიდეო)

მარნეულში ჯარისკაცებმა ჟურნალისტებს საკვები მიუტანეს (ვიდეო)

ტელეკომპანია „მაესტროს“ ჟურნალისტი დეა მამისეიშვილი სოციალურ ქსელში ვიდეოს ავრცელებს, სადაც ჩანს, რომ მარნეულის გამშვებ პუნქტთან, რომელიც კორონავირუსის გამოა შექმნილი, ჯარისკაცებმა მედიის წარმომადგენლებს საკვები მიუტანეს.

 

„როცა იცი, რომ 24 საათის განმავლობაში შენს ქვეყანას ჯარისკაცები იცავენ და ამ 24 საათში შენზე ზრუნვასა და დაპურებასაც ასწრებენ – უკვე დარწმუნებული ხარ, რომ გაიმარჯვებ! დღეს, ყველა ერთად საქართველოს ვემსახურებით!“ – წერს დეა მამისეიშვილი.

 

23 მარტს, მთავრობის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, მარნეული და ბოლნისი მთლიანად ჩაიკეტა.

 

საგანგებო ღონისძიება უკავშირდება შუახნის ქალს, რომელსაც კორონავირუსის დიაგნოზი 21 მარტს დაუდგინეს. ის მძიმე კლინუკური დიაგნოზით თბილისშია გადმოყვანილი.

 

მთელი ტერიტორიის გასაკონტროლებლად სამართალდამცველები, ჯარიკაცები და საგანგებო სიტუაციების სამსახურის თამაშრომლები მუშაობენ. მეტი ეფეტისთვის გამოყენებულია სპეციალური დრონები.

 

როცა იცი, რომ 24 საათის განმავლობაში შენს ქვეყანას ჯარისკაცები იცავენ და ამ 24 საათში შენზე ზრუნვასა და დაპურებასაც…

Gepostet von Dea Mamiseishvili am Freitag, 27. März 2020

ავტორი: Prime Time

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები