fbpx
20:46 | 2020-10-13 ავტორი: Prime Time

მარნეულში ერთ-ერთი საჯარო სკოლის დირექტორმა 11 წლის მოზარდზე ფიზიკურად იძალადა

მარნეულში ერთ-ერთი საჯარო სკოლის დირექტორმა 11 წლის მოზარდზე ფიზიკურად იძალადა

მარნეულის მუნიციპალიტეტის, ერთ-ერთ საჯარო სკოლაში სკოლის დირექტორმა 11 წლის მოზარდზე ფიზიკურად იძალადა.

 

გაშიფრულია თაღლითური სქემა - მოქალაქეებს ბინის მიღების სანაცვლოდ 85 213 ლარი გამოსძალეს
2020-10-13გაშიფრულია თაღლითური სქემა - მოქალაქეებს ბინის მიღების სანაცვლოდ 85 213 ლარი გამოსძალეს

 

11 წლის ბიჭის თქმით, თანატოლებს ფიზიკური დაპირისპირება მოუხდათ, რის შედეგადაც სკამი გატყდა.  გაბრაზებულმა დირექტორმა ბავშვს გულმკერდის არეში დაარტყა და მოზარდი კედელს მიეჯახა.

 

როგორც ოჯახი ყვება, ბავშვს ერთ-ერთმა პედაგოგმა პირველადი დახმარებაც გაუწია. მოზარდს გამოკვლევები ჩაუტარდა.

 

დაზარალებულის ოჯახმა მარნეულის პოლიციაში სარჩელი შეიტანა და შსს-მ გამოძიება, სისხლის სამართლის კოდექსია 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.

 

ავტორი: მარიამ ქველაძე

ავტორი: Prime Time

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X