
მარნეულელმა 6 თვის ვაჩე ნადირაძემ კორონავირუსი დაამარცხა, – ამის შესახებ ბავშვის დედა, ლიკა ცუხიშვილი „პრაიმტაიმთან“ საუბრობს. მისი თქმით, მცირეწლოვანს ვირუსი მსუბუქ ფირმებში ჰქონდა.
„მე მქონდა სიცხე და ბავშვიც გავაკონტროლეთ, აღმოჩნდა კოვიდ-დადებითი, ჩემი მეუღლე საჩხერიდან არის და გადავწყვიტეთ იქ წაგვეყვნა კლინიკაში, 7 დღე ვიყავით საჩხერის სამედიცინო ცენტრში, ძალიან დიდი ყურადღება მოგვაქციეს, ბავშვს იოლ ფორმებში ჰქონდა ვირუსი და ამიტომ 7 დღის შემდეგ გამოგვწერეს. სახლში იზოლაციაში ვიმყოფებოდით, ახლა კი ვაჩე სრულიად ჯანმრთელია, მან კოვიდი დაამარცხა“, – ამბობს ლიკა ცუხიშვლი.
ავტორი: მარიამ ქველაძე