12:08 | 2021-10-13 ავტორი: Prime Time

მარნეულში 31 დევნილი ოჯახისთვის სოფლის ტიპის დასახლება აშენდა

მარნეულში 31 დევნილი ოჯახისთვის სოფლის ტიპის დასახლება აშენდა

მარნეულში, დევნილი ოჯახებისთვის სოფლის ტიპის დასახლება აშენდა. თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი 31 სახლი იმ ოჯახებს გადაეცათ, რომლებიც წლების განმავლობაში ნგრევად შენობაში ცხოვრობდნენ.

 

ახალი სოფელი ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, გერმანიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან ჰუბერტ ქნირშმთან ერთად გახნსეს.

 

ინოვაციური პროექტის განხორციელება გერმანიისა და საქართველოს მთავრობების წარმატებული თანამშრომლობის შედეგად გამოყოფილი 10 მილიონი ევროს ოდენობის გრანტის ფარგლებში გახდა შესაძლებელი. მნიშვნელოვანია, რომ ახალი სოფლის მიმდებარე ტერიტორიაზე საბავშვო ბაღის მშენებლობაც იწყება.

 

გერმანიის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის დაფინანსებულ პროექტს, რომელიც დევნილთა განსახლებასთან ერთად, მათ ეკონომიკურ, სოციალურ და საგანმანათლებლო ინტეგრაციასაც ითვალისწინებს, ლტოლვილთა დანიის საბჭო ახორციელებს.

 

აღსანიშნავია, რომ მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიამ რეგიონული პროექტების ფარგლებში, ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით, სოფელში გზების ინფრასტრუქტურული სამუშაოები ჩაატარა, რომლის ღირებულებამ 722 510 ლარი შეადგინა.

 

 

(NS)

ავტორი: Prime Time

X