fbpx
17:04 | 2020-06-16 ავტორი: Prime Time

მარნეულში 107 წლის სახლს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა

მარნეულში 107 წლის სახლს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ თამარისში, 107 წლის სახლს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა.

 

სახლი 1913 წელს არის აშენებული და მას ამ ეტაპზე რესტავრაცია უკეთდება.

 

როგორც სოფელ თამარისში მცხოვრები მოსახლეობა ყვება, იმ პერიოდში სოფელში, გერმანელები ცხოვრობდნენ და ეს უძველესი სახლიც მათ ეკუთვნოდა.

დარეჯან აბრიშვილის თქმით, რომ სოფელს წინათ გერმანული სახელი „ტრაუნბერკი“ ერქვა.

 

120 წლის ე.წ. ჩინური სახლი ქუთაისში
2020-06-14120 წლის ე.წ. ჩინური სახლი ქუთაისში

 

„როგორც ჩვენ ვიცით, გადმოცემით სოფელში 1908 წელს გერმანელი კომუნისტები ჩამოსახლდნენ. თამარისი გერმანული დასახლება იყო და მას ტრაუნბერკი ერქვა, რაც „ყურძნის გორას “ ნიშნავს.  ამ სოფელში ვაზის მეურნეობა ჰქონდათ გერმანელებს. არსებობს ძველი ღვინის ქარხანა და სარდაფებიც, ეს სახლიც გერმანულ ოჯახს ეკუთვნოდა და 1913 წელს არის აშენებული. საუკუნეს ითვლის ეს კედლები, აშენების თარიღი სახლის სახურავზე წერია და ძალიან მნიშვნელოვანია ზუსტი დროის დასადგენად ეს წარწერა.

 

ძეგლთა დაცვის სააგენტო: „ქართუს“ დაფინანსებით 100-მდე ძეგლის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
2020-06-13ძეგლთა დაცვის სააგენტო: „ქართუს“ დაფინანსებით 100-მდე ძეგლის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

 

ჩვენ ვიცით, რომ საქართველოდან გერმანელები 1941 წელს გადაასახლეს და მათი სახლები სოფელ თამარისში დღესაც არის. ამ სახლში 1941 წელს ახალქალაქიდან ჩამოსახლდა ოჯახი, ძალიან კარგი ხალხი, პედაგოგები იყვნენ და ახლა შვილიშვილმა ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ სახლს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მინიჭებოდა“ – ამბობს დარეჯან აბრამიშვილი.

 

აღნიშნულ სოფელში დღეისთვის 50-მდე გერმანული სახლია შემორჩენილი.

 

ავტორი: მარიამ ქველაძე

ავტორი: Prime Time
X