17:36 | 2020-03-24 ავტორი: მიხეილ ჯანგიშერაშვილი

მარნეულში „ჯეო ჰოსპიტალის“ პაციენტების და პერსონალის პასუხები კორონავირუსზე უარყოფითია – იმნაძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის, პაატა იმნაძის თქმით, მარნეულში, „ჯეო ჰოსპიტალში” მოთავსებული პაციენტების და პერსონალის ტესტირების პასუხები ცნობილია და ამ ეტაპისთვის ყველა მათგანი უარყოფითია კორონავირუსზე.

 

„გამოვიკვლიეთ მარნეულში სხვა პაციენტები, რომელიც „ჯეო ჰოსპიტალში” იყვნენ მოთავსებულები, ასევე გამოვიკვლიეთ კლინიკის პერსონალი, ისინი ამ ეტაპზე არიან უარყოფითები კორონავირუსზე ტესტირების შედეგად“, – განაცხადა იმანძემ.

 

როგორც ცნობილია, თავდაპირველად სწორედ ამ კლინიკაში მკურნალობდა პაციენტი, რომელსაც მოგვიანებით კორონავირუსი დაუდგინდა. ამჟამად მარნეულსა და ბოლნისში შესვლა/გამოსვლა აკრძალულია.

 

ავტორი: მიხეილ ჯანგიშერაშვილი

0
კომენატარი - +

მსგავსი სიახლეები