09:50 | 2020-03-26 ავტორი: Prime Time

მარნეულის ქუჩებში დეზინფექცია ტარდება

მარნეულის ქუჩებში დეზინფექცია ტარდება

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციით, კორონავირუსის საპრევენციო ღონისძიებების ფარგლებში, ქალაქ მანრეულის ქუჩებში სადეზინფექციო სამუშაოების განხორციელება დაიწყო.

 

სადეზინფექციო სამუშაოები რამდენიმე დღე გაგრძელდება და ქალაქის შემდგომ, სოფლებსაც მოიცავს.
სადეზინფექციო სამუშაოების განხორციელების პროცესს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალიზებული ტექნიკა და სპეციალისტთა ჯგუფები  აწარმოებენ.

 

სადეზინფექციო სამუშაოები ჯანდაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ რეკომენდებული პრეპარატებით ხორციელდება.

 

სამუშაოები, მუნიციპალიტეტის მერიასთან შეთანხმებით, მერიის შესაბამისი სამსახურების ჩართულობითა და ორგანიზებით ხორციელდება.

 

ბოლო მონაცემებით საქართველოში კორონავირუსული ინფექციის 75 დადასტურებული შემთხვევაა, მათ შორის გამოჯანმრთელებულია 10. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4055 მოქალაქე, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 252.

 

საქართველოში COVID 19-ით ინფიცირებულთა საშუალო ასაკი 37 წელია, მაქსიმალური – 82, ხოლო მინიმალური – 2 წელი.

 

23 მარტს, მთავრობის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, მარნეული და ბოლნისი მთლიანად ჩაიკეტა.

 

საგანგებო ღონისძიება უკავშირდება შუახნის ქალს, რომელსაც კორონავირუსის დიაგნოზი 21 მარტს დაუდგინეს. ის მძიმე კლინუკური დიაგნოზით თბილისშია გადმოყვანილი.

 

სწრაფი ტესტებით პირველ რიგში, მარნეულში ისარგებლებენ.

 

24 მარტს, ამირან გამყრელიძემ თქვა, რომ მარნეულსა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში კარანტინის გამოცხადების შემდეგ, 8 050 მოქალაქე გამოიკვლიეს.

 

ასევე დასახელდა სოფელი, სადაც მარნეულელი, კორონავირუსით ინფიცირებული ქალი წლისთავში იმყოფებოდა.

 

წაიკითხეთ და გაითვალისწინეთ საჭირო რეკომენდაციები კორონავირუსისპრევენციაზე:

 

 

 

 

 

 

კორონავირუსის გავრცელების გამო ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული.

 

ნახეთრა (არ) შეიზღუდა საქართველოში საგანგებო მდგომარეობის პერიოდში

 

ასევე საინტერესოა: სპეცრეისების ფრენების განრიგი

 

!! ყველა განახლებადი ინფორმაცია კორონავირუსის შესახებ ნახეთ აქ:

ავტორი: Prime Time

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები