fbpx
17:31 | 2020-11-18 ავტორი: Prime Time

მარნეულის მუნიციპალიტეტში კომბინირებული სპორტული მოედნები მოეწყო

მარნეულის მუნიციპალიტეტში კომბინირებული სპორტული მოედნები მოეწყო

მარნეულის მუნიციპალიტეტში მიმდინარე წელს, სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარების კუთხით, მნიშვნელოვანი პროექტები განხორციელდა. სპორტის სფეროს განვითარების ხელშეწყობისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრების მიზნით, მუნიციპალიტეტის მიერ, ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით, მარნეულის მასშტაბით, მინი კომბინირებული მოედნები მოეწყო.

 

კერძოდ, მიმდინარე წელს კომბინირებული სპორტული მოედანი მოეწო სოფელ საბირქენდში, ქალაქ მარნეულის მე-2 და მე-3 საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე, რისთვისაც ჯამში, ადგილობრივი ბიუჯეტიდან 224 409 ლარი დაიხარჯა.

 

აღსანიშნავია, რომ ქალაქ მარნეულში ერთდროულად მიმდინარეობს ოთხი მინი კომბინირებული მოედნის მშენებლობა. ხელოვნურსაფარიანი მოედნი ეწყობა ბაქოსა და შარიფოვის ქუჩის კვეთაზეც. აღსანიშნავია, რომ სულ მალე, ახალი სპორტული მოედანი ექნება მაღალმთიანი დასახლების სტატუსის მქონე, სოფელ წერაქვის მოსახლეობას.

 

კიდევ ერთი ახალი სპორტული მოედნის მშენებლობა იგეგმება სოფელ აზიზკენდში, რისთვისაც ბიუჯეტიდან 79 960 ლარი გამოიყო.

 

 

R

ავტორი: Prime Time
X