fbpx
15:38 | 2020-11-09 ავტორი: თეონა აბესაძე

მარნეულის მერიამ ახალგაზრდული იდეების კონკურსის გამარჯვებულები გამოავლინა

მარნეულის მერიამ ახალგაზრდული იდეების კონკურსის გამარჯვებულები გამოავლინა
მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიამ, ახალგაზრდული იდეების კონკურსში გამარჯვებული პროექტები გამოავლინა. მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ 2020 წელს გამოცხადებული ახალგაზრდული იდეების კონკურსის ფარგლებში გამარჯვებული პროექტები:
1. „ქალების განვითარება და სპორტი“ – წითელისოფლის ახალგაზრდული ორგანიზაცია (საინიციატივო ჯგუფი) არამ აკოპიანი;
2. „ახალგაზრდების განვითარება და ქართული ენის პოპულარიზაცია“ – პროექტის მენეჯერი სარხან რზაევი;
3. „ახალგაზრდების არაფორმალური განვითარება პოზიტიური ცვლილებებისთვის“ – რავილ მამედოვი;
4. „არაფორმალური განათლების კვირეული“ – საინიციატივო ჯგუფი „მომავლის კლუბი“ მაკა მენთეშაშვილი;
5. „კლასგარეშე აქტივობები: სპორტული და ინტელექტუალური შეჯიბრებები“ – ზაქირ აივაზოვი;
6. „მართე საკუთარი ცხოვრება“ – ფარიზ რზაევი;
7. „მოდით გავიცნოთ ერთმანეთი“ – ვალი დამირჩალოვი;
8. „სამოქალაქო პასუხისმგებლობის კლუბი“ – ეკოკლუბი „მაი“;
9. „სუფთა გარემო, სუფთა აზრებია“ – ორხან მამედოვი;
10. „მართე ნარჩენები, დაიცავი გარემო“ – გიულგიუნ მამედხანოვა;
11. ფილმი – „ნაადრევი ქორწინების შესახებ“ – ზაურ ხალილოვი;
 
მარნეულის მუნიციპალიტეტის მერია ულოცავს პროექტების ავტორებს კონკურსში გამარჯვებას და თითოეულ პროექტს უსურვებს წარმატებას.
 
შეგახსენებთ, რომ მუნიციპალიტეტის თვითმმართველობამ, აღნიშნული კონკურსის ფარგლებში განაცხადების მიღება, მიმდინარე წლის 21 ივლისიდან დაიწყო, რომელშიც მონაწილეობის მიღება შეეძლოთ მარნეულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ახალგაზრდულ ორგანიზაციებს, საინიციატივო ჯგუფებსა და აქტიურ ახალგაზრდებს.
 
 
 

ავტორი: თეონა აბესაძე
X