fbpx
13:41 | 2020-10-09 ავტორი: Prime Time

მარნეულის მერიამ 5 ერთეული საზოგადოებრივი ავტობუსი შეიძინა

მარნეულის მერიამ 5 ერთეული საზოგადოებრივი ავტობუსი შეიძინა

მარნეულის მუნიციპალურ ავტოპარკს დიზელის ძრავზე მომუშავე Euro 5 ემისიის სტანდარტის 5 ერთეული საზოგადოებრივი ავტობუსი დაემატა.

მუნიციპალიტეტმა, ავტობუსების შესაძენად მიმდინარე წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 1 311 000 ლარი გამოყო. ავტობუსები, 25 მგზავრზეა გათვლილი, აქვს 21 დასაჯდომი ადგილი და სრულად ადაპტირებულია შშმ პირებისთვის.

ახალი მუნიციპალური ავტობუსები იმოძრავებს ქალაქ მარნეულსა და სოფლებში.

R

 

ავტორი: Prime Time

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X