fbpx
13:33 | 2020-10-06 ავტორი: Prime Time

მარნეულის მერია განცხადებას ავრცელებს

მარნეულის მერია განცხადებას ავრცელებს

მარნეულის მუნიციპალიტეტის მერია, სადახლოს ადმინისტრაციულ ერთეულში, სოფელ თაზაკენდში, სასაზღვრო გამშვებ პუნქტთან, სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიაზე, ადგილობრივი მოსახლეობის მიერ, კომერციული ფართის მშენებლობლობასთან დაკავშირებით გამოთქმულ პროტესტს ეხმაურება.

 

 

გვინდა კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, ნებისმიერი უნებართვო მშენებლობა დაუშვებელია, შესაბამისად, კანონით დადგენილ წესებთან შეუსაბამო ყველა ქმედებას, მოჰყვება რეაგირება. ამასთან, გვსურს განვუმარტოთ ჩვენს მოქალაქეებს, რომ მუნიციპალიტეტის უფლებამოსილების ფარგლებში, ზემოაღნიშნულ ფაქტზე რეაგირება ჩვენი მხრიდან უკვე განხორციელდა.

 

 

თუმცა მკაფიოდ განვმარტავთ, რომ ის ადგილი სადაც მიწის სამუშაოები მიმდინარეობდა, არ წარმოადგენს სოფლის სასაფლაოს ტერიტორიას და მის კუთვნილებასთან დაკავშირებით რაიმე სახის პრეტენზია მოკლებულია სამართლებრივ საფუძველს. ამასთან გაცნობებთ, რომ მიმდინარე წლის 21 აგვისტოს, საქართველოს მთავრობის № 1629 განკარგულებით, სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, (1467 კვ.მ მოცულობის არასასოლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი) აღნაგობის ხელშეკრულებით, 30 წლის ვადით, სარგებლობაში გარკვეული საინვესტიციო ვალდებულებით გადაეცა, ერთ-ერთ კერძო კომპანიას. აღნიშნულმა კომპანიამ მიწის პირველადი სამუშაოები მერიასთან შეუთანხმებლად, სპეციალისტების შეფასებით, ხარვეზებით აწარმოა, რასაც ჩვენის მხრიდან მყისიერი რეაგირება მოჰყვა, რაც კომპანიის დაჯარიმებას გულისხმობს. აქვე სრული პასუხისმგებლობით განვმარტავთ, რომ ზოგიერთი ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელთა მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომ თითქოსდა სამუშაოები სასაფლაოს კუთვნილ ტერიტორიაზე მიმდინარებს და ადგილი აქვს სახელმწიფოს ბალანსზე არსებული ქონების არამართლზომიერად განკარგვას, არ შეესაბამება სიმართლეს და ემსახურება ჩვენი მოქალაქეების მიზანმიმართულად შეცდომაში შეყვანის მცდელობას. მარნეულის მუნიციპალიტეტის მერია კიდევ ერთხელ მოუწოდებს ზოგიერთი ოპოზიციური პარტიის ადგილობრივ წარმომადგენლებს, თავი შეიკავონ ცრუ ინფორმაციის გავრცელებისა და საზოგადოების შეგნებულად შეცდომაში შეყვანისგან. რადგან, ეს არის ძალიან მარტივად გადამოწმებადი არასწორი ინფორმაცია, რომელსაც შეცდომაში შეყავს ჩვენი მოქალაქეები“, – ნათქვამია განცხადებაში.

 

 

 

 

R

ავტორი: Prime Time

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X