00:35 | 2020-03-23 ავტორი: Prime Time

მარნეული და ბოლნისი მთლიანად ჩაიკეტა

მარნეული და ბოლნისი მთლიანად ჩაიკეტა

მარნეული და ბოლნისი მთლიანად ჩაიკეტა. ამის შესახებ პრემიერ-მინსიტრმა, გიორგი გახარიამ ცოტა ხნის წინ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.

 

საგანგებო ღონისძიება უკავშირდება შუახნის ქალს, რომელსაც კორონავირუსის დიაგნოზი 21 მარტს დაუდგინეს. ის მძიმე კლინუკური დიაგნოზით თბილისშია გადმოყვანილი.

 

„ეპიდემიოლოგების პროგნოზით შიდაგადაცემა მოხდა სარიტუალო ღონისძიების დროს, რომელსაც ესწრებოდა რამდნეიმე ათეული ადამიანი. ჩვენმა ეპიდემიოლოგებმა დაადგინეს 90 საკონმტაქტო პირი, მაგრამ ეს ჯერ არაფერს ნიშნავს. სიტუაცია საკმაოდ რთულია.

 

დღეიდან იზღუდება მარნეულის და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში შესვლა და გამოსვლა. იხურება ყველა ობიექტი. ხელმისაწვდომი იქნება საკვები პროდუქტების, მედიკამენტების და სხვა კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტები, საზოგაოდებრივი ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება

დავუშვით გამონაკლისი და იმ შემთხვევაში, როდესაც გვექნება მედიკოსების მიერ პროტოკოლით გაწერილი შესაძლებლობა, მარნეულის მოქალაქეებს მიეცემათ სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების საშუალება. მუნიციპალიტეტის ტერიტორიებზე წესრიგს დაიცავენ შსს-ის წარმომადგენლები.“,- აღნიშნა გახარიამ.

 

„პრაიმტაიმის“ ინფორმაციით, ჰოსპიტალიზაციამდე აღნიშნული ქალბატონი იმყოფებოდა წლისთავზე, დაბადების დღეზე და მარნეულის ბაზარში.

ავტორი: Prime Time

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები