14:21 | 2020-03-25 ავტორი: მირანდა ტყემალაძე

მარნეული-ბოლნისის გზიდან მოქალაქე საავადმყოფოში გადაიყვანეს

მარნეული-ბოლნისის გზიდან მოქალაქე საავადმყოფოში გადაიყვანეს

მარნეულისა და ბოლნისის დამაკავშირებელ გზაზე სპეციალურად მოწყობილ გამშვებ პუნქტზე შსს-ს თანამშრომლებმა და სამხედრო მოსამსახურეებმა ერთ მოქალაქეს კორონავირუსის სიმპტომები აღმოუჩინეს. ინფორმაციას ამის შესახებ საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.

 

ის მომენტალურად გადაიყვანეს ადგილზე მოწყობილ ლაზარეთში, სადაც ექიმებმა გასინჯეს.

 

ამის შემდეგ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა გამოიძახეს, რომელმაც მოქალაქე „ჯეო ჰოსპიტალში“ გადაიყვანა.

 

მას მაღალი ტემპერატურა და ხველა აქვს, ასევე სუნთქვის მწვავე უკმარისობა, რის გამოც საჭირო გახდა მისი ჰოსპიტალიზება.

 

მოქალაქეს სავარაუდოდ, დღესვე აუღებენ ტესტს და ლაბორატორიაში კვლევაზე გადააგზავნიან.

 

შსს-ს თანამშრომლებმა და თავდაცვის ძალების სამხედრო მოსამსახურეებმა მისი კონტაქტები უკვე დაადგინეს და მათაც გამოიკვლევენ.

 

25 მარტის მონაცემებით, საქართველოში ინფიცირებულია 73 ადამიანი.

 

საქართველოში დაინფიცირების პირველი შემთხვევიდან დღემდე განკურნებულია 10 პაციენტი

 

23 მარტს, მთავრობის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, მარნეული და ბოლნისი მთლიანად ჩაიკეტა.

 

24 მარტს, ამირან გამყრელიძემ თქვა, რომ მარნეულსა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში კარანტინის გამოცხადების შემდეგ, 8 050 მოქალაქე გამოიკვლიეს.

 

ასევე დასახელდა სოფელი, სადაც მარნეულელი, კორონავირუსით ინფიცირებული ქალი წლისთავში იმყოფებოდა.

 

წაიკითხეთ და გაითვალისწინეთ საჭირო რეკომენდაციები კორონავირუსისპრევენციაზე:

 

 

 

 

 

 

კორონავირუსის გავრცელების გამო ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული.

 

ნახეთრა (არ) შეიზღუდა საქართველოში საგანგებო მდგომარეობის პერიოდში

 

საზღვარგარეთ მყოფი მოქალაქეებისთვის – სპეცრეისების ფრენების განრიგი

ავტორი: მირანდა ტყემალაძე

0
კომენატარი - +

მსგავსი სიახლეები

X