12:06 | 2020-03-25 ავტორი: თეონა ყაჭიური

მარნეულელი ქალის მდგომარეობა უმჯობესდება, მაგრამ ფასდება ძალიან მძიმედ – თერაპევტი

მარნეულელი ქალის მდგომარეობა უმჯობესდება, მაგრამ ფასდება ძალიან მძიმედ – თერაპევტი

მარნეულელი 62 წლის ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა ცოტა გაუმჯობესდა, თუმცა მდგომარეობა კვლავ ძალიან მძიმეა,- ამის შესახებ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის თერაპევტმა, ლალი ტურძელაძემ განაცხადა.

 

მისი თქმით, ამ პაციენტთან მიმართებით ექიმები ძალიან ფრთხილები არიან.

 

„არის დედა, ორი შვილი და კიდევ ერთი ნათესავი, რომელიც ამბობს, რომ ამ ოჯახში შევდივარო. ერთი ახალგაზრდა ბიჭია, სამი ქალია. 55-ის, 25-ის, 18-ის და 16 წლის არიან.

 

დედის და ორი შვილის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა, ნათესავი ქალბატონის უფრო მსუბუქია.

 

62 წლის ქალის მდგომარეობა ძალიან საყურადღებოა, პარამეტრები ცოტა უმჯობესდება, ძალიან გვიხარია, მაგრამ ვფრთხილობთ, მდგომარეობა ისევ ძალიან მძიმეა, თუმცა, სტაბილური.

 

წყაროს ძიება მიმდინარეობს. პირველი კონტაქტი დაზუსტებული არ არის“, – ამბობს ტურძელაძე.

 

!!! ყველა განახლებადი ინფორმაცია კორონავირუსის შესახებ ნახეთ აქ:

 

25 მარტის მონაცემებით, საქართველოში ინფიცირებულია 73 ადამიანი.

 

საქართველოში დაინფიცირების პირველი შემთხვევიდან დღემდე განკურნებულია 10 პაციენტი

 

21 მარტს, პრეზიდენტმა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.

 

23 მარტს, მთავრობის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, მარნეული და ბოლნისი მთლიანად ჩაიკეტა.

 

საგანგებო ღონისძიება უკავშირდება შუახნის ქალს, რომელსაც კორონავირუსის დიაგნოზი 21 მარტს დაუდგინეს. ის მძიმე კლინუკური დიაგნოზით თბილისშია გადმოყვანილი.

 

კორონავირუსისდასადგენი სწრაფი ტესტები საქართველოში ამ კვირაში იქნება

 

სწრაფი ტესტებით პირველ რიგში, მარნეულში ისარგებლებენ.

 

მანამდე, ამირან გამყრელიძემ თქვა, რომ მარნეულსა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში კარანტინის გამოცხადების შემდეგ, 8 050 მოქალაქე გამოიკვლიეს.

 

ასევე დასახელდა სოფელი, სადაც მარნეულელი, კორონავირუსით ინფიცირებული ქალი წლისთავში იმყოფებოდა.

 

 

ავტორი: თეონა ყაჭიური

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X