14:49 | 2020-07-28 ავტორი: Prime Time

მარნეულელი მხატვარი იუნესკოს ხელოვანთა მსოფლიო კავშირის წევრი გახდა – ფოტოები

მარნეულელი მხატვარი იუნესკოს ხელოვანთა მსოფლიო კავშირის წევრი გახდა – ფოტოები
მარნეულელი მხატვარი, ჰაჯი რიზვან ოსმაილი, იუნესკოს ხელოვანთა მსოფლიო კავშირის წევრი გახდა. მხატვარმა დაახლოებით ხუთი წელია, მხატბრობის ახალი სტილი „ნუმეროლოგიზმი“ შექმნა, რომელიც ფერწერაში, ქანდაკებებსა და არქიტექტურაშიც გამოიყენება.
რიზვან ისმაილი გვიყვება, რომ ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ძველ ქვეშში დაიბადა და ცხრა კლასი დაბა კაზრეთში დაამთავრა. ამის შემდეგ 4 წელი ბაქოში სამხატვრო სკოლაში ისწავლა
.
„დაახლოებით 5-6 წლის ასაკიდან ვხატავდი მოყვარულის დონეზე. 2007 წლიდან მსოფლიოს ქვეყნის სხვადასხვა ქალაქებში (თბილისი, სტამბული, ბრიუსელი, ლუქსემბურგი, ბაქო, პარიზი, მოსკოვი) მაქვს გამოფენილი ჩემი ნამუშევრები. 
ხუთი წელია რაც ახალი სტილით ხატვა დავიწყე, ერთ-ერთი მიმდევრობა ნუმეროლოგიზმი შევქმენი და ახლახან იუნესკოს, მსოფლიო კავშირის წევრი გავხდი“, – ამბობს ჰაჯი რიზვან ისმაილი.
ავტორი: Prime Time

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები