11:33 | 2020-04-29 ავტორი: ალექსი ქამადაძე

მარინა ეზუგბაიამ საზოგადოებას სასიამოვნო ინფორმაცია გააცნო – ეს პირველად მოხდა!

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, გუშინ დილიდან დღემდე საქართველოში კორონავირუსის ექვსი ახალი შემთხვევაა გამოვლენილი.

 

მისივე თქმით, ქვეყნის მასშტაბით კორონავირუსისგან კი 12 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

 

როგორც ეზუგბაია აცხადებს, ეს არის პირველი შემთხვევა საქართველოში, როდესაც ერთ დღეში გამოჯანმრთელებულებსა და ინფიცირებულთა რაოდენობებს შორის ასეთი დიდი სხვაობაა.

 

„გუშინ ამ დროისთვის გვქონდა 511, დაგვემატა სულ ექვსი ახალი შემთხვევა და ახლა არის 517. გამოჯანმრთელებულები ქვეყნის მასშტაბით დაგვემატა 12. პირველად არის, როდესაც გამოჯანმრთელებულებსა და დადასტურებულებს შორის ასეთი დიდი სხვაობაა და ძალიან სასიამოვნოა, რომ გამოჯანმრთელებულების რაოდენობა მეტია. ჩემი სურვილია, რომ ასე გაგრძელდეს“, – განაცხადა ეზუგბაიამ.

 

ამ დროისთვის, საქართველოში კორონავირუსით 517 ადამიანია ინფიცირებული, მათ შორის 168 გამოჯანმრთელდა, ხოლო 6 გარდაიცვალა.

ავტორი: ალექსი ქამადაძე

0
კომენატარი - +

მსგავსი სიახლეები

X