fbpx
14:31 | 2020-10-20 ავტორი: Prime Time

მარინა ენდელაძე კონკრეტული სიმპტომების მაგალითზე გვიხსნის, რა შემთხვევაში დავრეკოთ 112-ში და რა შემთხვევაში – არა

მარინა ენდელაძე კონკრეტული სიმპტომების მაგალითზე გვიხსნის, რა შემთხვევაში დავრეკოთ 112-ში და რა შემთხვევაში – არა

საქართველოში კორონავირუსის შემთხვევები ყოველდღიურად იმატებს. ქვეყანაში მხოლოდ დღეს ვირუსის 1 194 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

შესაბამისად, გაიზრდა 112-ში მოქალაქეების მიმართვიანობაც, კორონავირუსის პანდემიამდე, 24 საათის განმავლობაში, ცენტში საშუალოდ 13 000-მდე ზარი შედიოდა, დღევანდელი მონაცემებით კი, ოპერატორები 18 000-მდე ზარს პასუხობენ.

სიმპტომები, რომელთა შემთხვევაში

 

კორონავირუსის მომატებული შემთხვევების ფონზე, ჩნდება კითხვა:

 

უნდა დავიძახოთ SOS! - რატიანი ეპიდსიტუაციის მოსალოდნელ შედეგებზე საუბრობს
2020-09-11უნდა დავიძახოთ SOS! - რატიანი ეპიდსიტუაციის მოსალოდნელ შედეგებზე საუბრობს

 

რა შემთხვევაში უნდა მიმართონ რესპირაციული სიმპრომების მქონე ადამიანებმა 112-ს და რა შემთხვევაში – არა.

 

როგორც ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელმა მარინა ენდელაძემპრაიმტაიმთან“ საუბრისას განმარტა, ადამიანებმა 112-ს იმ შემთხვევაში უნდა მიმართონ, თუ მათ კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები აღენიშნებათ.

 

„ადამიანმა 112-ს უნდა მიმართოს ნებისმიერ შემთხვევაში, თუკი აქვს რაიმე სიმპტომები, ცხელება და გამოვლენილი რომელიმე სხვა სიმპტომატიკა.

 

ასეთ შემთხვევაში, პირს 112 გადაამისამართებს ოჯახის ექიმთან. ოჯახის ექიმი გამოარკვევს არის თუ არა ესა თუ ის პაციენტი კოვიდ 19-ზე საეჭვო და შემდგომში გადაწყდება ჩაუტარდეს თუ არა მას ტესტირება კორონავირუსზე.

 

რა შემთხვევაში არ უნდა მიმართოთ 112-ს 

 

ენდელაძის თქმით, პირმა 112-ში დარეკვისგან თავი იმ შემთხვევაში უნდა შეიკავოს, თუ გონივრული ეჭვი აქვთ, რომ კონორნავირუსით ინფიცირებულთან შეხება არ ჰქონია.

 

„თუ არის გონივრული ეჭვი, რომ ეს არის ჩვეულებრივი რესპირაციული ვირუსი, შესაძლოა, პაციენტმა არ მიმართოს 112-ს. შეიძლება, მან ოჯახის ექიმის მიმართოს”, – განაცხადა ენდელაძემ.

 

112-ში განმარტავენ, რა ნიშნით კლასიფიცირდება მოქალაქეების გადამისამართება ოჯახის ექიმთან, ან სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრთან. 

 

“თითოეულ მოქალაქეს კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომების შემთხვევაში, შეუძლია დარეკოს 112-ზე. ვირუსთან დაკავშირებული შეტყობინებები კი ოპერატორების მხრიდან კლასიფიცირდება და მწვავე შემთხვევები – სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრს, ხოლო არამწვავე გამოძახებები – ოჯახის ექიმებს გადაეცემა.

 

ქვეყანაში შექმნილი ეპიდვითარების მიუხედავად, 112-ში, 24 საათის განმავლობაში, 3000-მდე არამიზნობრივი და საინფორმაციო ტიპის ზარი ფიქსირდება, რაც აფერხებს მუშაობის პროცესს. შედეგად, ვისაც რეალურად სჭირდება დახმარება, მაშინ როცა წამები გადამწყვეტია, შეიძლება ვერ დაგვიკავშირდეს, რაც იწვევს მოსახლეობის უკმაყოფილებას.

112 არის გადაუდებელი დახმარების ნომერი, კორონავირუსის მართვის პროცესში დაწესებულ წერტილოვან შეზღუდვებსა და დაშვებებზე დაკავშირებული საინფორმაციო ტიპის შეკითხვებისთვის შეგიძლიათ მიმართოთ მთავრობის ცხელ ხაზს – 144”,- წერია განცხადებაში.

 

ინფორმაციისთვის, დღეს საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 1194 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. საერთო ჯამში, ინფიცირების რაოდენობა 19 857-ს შეადგენს.

 

ავტორი: ეკატერინე ზარნაძე 

ავტორი: Prime Time

0
კომენტარი - +

X