fbpx
10:17 | 2020-10-28 ავტორი: Prime Time

მარგველაშვილი: ქართულ საზოგადოებას არ ვუსურვებ, რომ ქართულმა ოცნებამ უმრავლესობა მოიპოვოს

მარგველაშვილი: ქართულ საზოგადოებას არ ვუსურვებ, რომ ქართულმა ოცნებამ უმრავლესობა მოიპოვოს

საქართველოს ექსპრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, „ქართული ოცნება“ პოლიტიკოსებისგან დაცლილი პოლიტიკური ძალაა. ამის შესახებ მან გადაცემა „პოლიტმეტრში“ განაცხადა.

 

მისი შეფასებით, მმართველი პარტია ახლა „ნაციონალურ მოძრაობას“ ჰგავს.

ჰყავს თუ არა ქართულ პოლიტიკას აუტსაიდერები? - ვინ შეიძლება
2020-10-27ჰყავს თუ არა ქართულ პოლიტიკას აუტსაიდერები? - ვინ შეიძლება "გაქრეს" პოლიტიკური ველიდან არჩევნებში დამარცხების შემთხვევაში

 

„საზოგადოებისგან სრული გახლეჩა, უუნარობა, ენერგიისგან დაცლილობა, ეს იყო 2012 წელს ნაციონალური მოძრაობა. 2012 წელს ნაციონალური მოძრაობა რომ დარჩენილიყო, შევდიოდით ჩიხურ პერიოდში. ასეთივეა 2020 წელს ოცნება.

 

ეს არის ოცნება, რომელიც პოლიტიკოსებისგან დაშლილია, შიგნით არ არიან ადამიანები, რომელთაც პოლიტიკური კომპეტენცია გააჩნიათ.მე არ ვუსურვებ ქართულ საზოგადოებას, რომ ქართულმა ოცნებამ უმრავლესობა მოიპოვოს“, – განაცხადა მარგველაშვილმა.

 

მისივე შეფასებით, მმართველ გუნდ სააკაშვილის მიმართ პარანოია აქვს, რაც სულაც არ ნიშნავს იმას, რომ სააკაშვილი ძლიერი ფიგურაა.

 

საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 2020 წლის 31 ოქტომბერს გაიმართება.

ავტორი: Prime Time

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X