21:18 | 2020-03-14 ავტორი: ალექსი ქამადაძე

მარაგები სავაჭრო ქსელში საკმარისზე მეტია. სავაჭრო სექტორი ყველა გამოწვევისთვის მზად არის – ნათია თურნავა

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ნათია თურნავას თქმით, სავაჭრო ქსელებში საკმარისზე მეტი მარაგია და სავაჭრო სექტორი ყველა გამოწვევისთვის მზად არის. ამის შესახებ, თურნავამ დღეს პრემიერ-მინისტრთან საცალო ქსელების წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

 

„მარაგები სავაჭრო ქსელში საკმარისზე მეტია. სავაჭრო სექტორი ყველა გამოწვევისთვის მზად არის.

 

ჩვენ ვმართავთ ლოჯისტიკურად მომარაგების საქმეს და ჩართული ვართ მიწოდების ჯაჭვის მონიტორინგში. არანაირი საფრთხე პროდუქტების და პირველადი მოხმარების მიწოდების შეფერხების საფრთხე არ არსებობს. მოქალაქეებს მოვუწოდებ ნუ აჰყვებიან ირაციონალურ შიშებს“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

 

14 მარტის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 30 დადასტურებული შემთხვევა ფიქსირდება, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 418 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 54 პირი.

 

ამავე თემაზე :

პროდუქტი უნდა იყოს თაროზე თავის დროზე საკმარისი რაოდენობით და შესაბამისი ფასით – გიორგი გახარია

მაღაზიებისა და სავაჭრო ქსელების მარაგი საკმარისია, ყოველდღიურად ახლდება – ნათია თურნავა

 

ავტორი: ალექსი ქამადაძე

0
კომენატარი - +

მსგავსი სიახლეები

X