18:47 | 2020-03-24 ავტორი: ლიზი მეტრეველი

მაქვს სერიოზული დაავადება, თუმცა დღეში 18-20 საათი ვმუშაობ – თენგიზ ცერცვაძე

მაქვს სერიოზული დაავადება, თუმცა დღეში 18-20 საათი ვმუშაობ – თენგიზ ცერცვაძე

მაქვს სერიოზული დაავადება, როგორც ამ ასაკში ყველას და პრაქტიკულად ამას ვერ ამჩნევენ გარშემომყოფები, იმიტომ რომ დღეში 18-20 საათი ვმუშაობ, – ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა POSTV-ის ეთერში განაცხადა.

 

თენგიზ ცერცვაძე იხსენებს, თუ როგორ აირჩია პროფესია, ეს ისტორია მის მშობლებს უკავშირდება. მისი დედ-მამა ასევე, ექიმები იყვნენ, სწორედ მათი რჩევით აირჩია ცნობილმა ინფექციონისტმა პროფესია.

 

„შემდეგ ეს არ მინანია და მათი მადლობელი ვიყავი, რადგან ვნახე, რომ ადამიანის სიცოცხლე ეს არის ყველაზე ძვირფასი, რასაც შეიძლება შეეხო.

 

ადრენალინი დიდი დოზით არის ექიმის პროფესიაში, მით უმეტეს, თუ აქტიური ექიმი ხარ.

ვფიქრობ, განსაკუთრებით დიდია ეს ადრენალინი ჩვენ დარგში, ინფექციურ დაავადებათა დარგში, სადაც ხშირად გიხდება შეხება სიცოცხლისთვის საშიშ დაავადებებთან.

 

ჩემ ასაკში, 70 წელს გადაცილებული ვარ, სხვებისთვის არ არის საინტერესო, მაგრამ მაქვს სერიოზული დაავადება, როგორც ამ ასაკში ყველას. ამას ვერ ამჩნევენ გარშემომყოფები, იმიტომ რომ დღეში 18-20 საათი ვმუშაობ, მათ შორის, ძალიან მძიმე სიტუაციაში და ალბათ, ზევით ნახსენები მიზეზები იძლევა იმის ძალას, რომ ასე ვიყო“ – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

 

ასევე დაგაინტერესებთ: ქართული მედიცინის „დონ კიხოტი“ – ბევრისთვის უცნობი ფაქტები თენგიზ ცერცვაძის შესახებ

ავტორი: ლიზი მეტრეველი

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები