01:44 | 2020-03-26 ავტორი: Prime Time

მაქსიმალურად ვცდილობთ ყველა პაციენტს დადებითი ემოცია შევუქმნათ – მარინა ენდელაძე

ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელი, მარინა ენდელაძემ ტელეკომპანია „იმედზე“ სტუმრობისას გამოჯანმრთელებული პაციენტების შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ ექიმები ყველანაირად ცდილობდნენ მათთვის დადებითი ემოციები შეექმნათ.

 

„ჩვენ გვქონდა ერთმანეთთან ძალიან კარგი დამოკიდებულება და ნამდვილად ვარწმუნებდით, რომ ისინი კარგად იქნებოდნენ და გაგვიმართლა კიდეც. დადებითი ემოციები მნიშვნელოვან როლს ასრულებს გამოჯანმრთელებაში და მაქსიმალურად ვცდილობდით, რომ ყველა პაციენტისთვის რამდენადაც შესაძლებელი იყო ჩვენს პირობებში, ჩვენი მოქცევით, ჩვენი ყურადღებით შეგვექმნა დადებითი ემოციები“, – განაცხადა მარინა ენდელაძემ.

 

შეგახსენებთ, რომ გუშინ კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულმა ერთ-ერთმა პაციენტმა, რომელიც ინფექციური საავადმყოფოდან რამდენიმე დღის წინ გაწერეს, ემოციური წერილი გაავრცელა და ეპიდემიოლოგებს მადლობა გადაუხადა.

ავტორი: Prime Time

დატოვე კომენტარი