16:47 | 2021-06-25 ავტორი: Prime Time

„მანქანიდან თავის ფეხით ჩამოვიდა. შიგნით შეიყვანეს და მერე ვსიო. 37 კვირის იყო“ – ქუთაისში გარდაცვლილი 21 წლის ორსულის მეუღლე

„მანქანიდან თავის ფეხით ჩამოვიდა. შიგნით შეიყვანეს და მერე ვსიო. 37 კვირის იყო“ – ქუთაისში გარდაცვლილი 21 წლის ორსულის მეუღლე

ქუთაისში, საკეისრო კვეთის შემდეგ, გარდაცვლილი 21 წლის სოფო კვარაცხელიას ოჯახის წევრები ექიმებს ადანაშაულებენ.

 

როგორც გარდაცვლილის მეუღლე, გედევან ტორაძე ამბობს, ახალგაზრდა ქალი სრულიად ჯანმრთელი იყო და არაფერი არ აწუხებდა.

 

„მანქანიდან თავის ფეხით ჩამოვიდა. შიგნით შეიყვანეს და მერე ვსიო. 37 კვირის იყო… არაფერი არ აწუხებდა. სრულიად ჯანმრთელი იყო,“ – ამბობს გარდაცვლილის მეუღლე.

 

ფაქტან დაკავიშრიებით დღეს განცხადება კიდევ ერთხელ გაავრცელა კლინიკა „ბომონდმა“.

 

„კლინიკა ბომონდი“ კიდევ ერთხელ გამოხატავს ღრმა მწუხარებას და უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახს. გვესმის, რომ საქმეზე არსებობს საზოგადოების მაღალი ინტერესი და სოციალურ სივრცეში ამავე საზოგადოების მხრიდან მომხდართან დაკავშირებით სხვადასხვა ვერსია ვრცელდება. „კლინიკა ბომონდი“ არის აბსოლუტურად ღია, გამჭვირვალე სამედიცინო დაწესებულება.

 

კლინიკა პატივს სცემს თითოეული მისი პაციენტის ინტერესებს, თითოეული პაციენტის სამედიცინო ისტორიას და სწორედ აღნიშნული მიზეზით, მიმდინარე გამოძიების დასრულებამდე, თავს იკავებს საქმესთან დაკავშირებით დეტალური და სრულყოფილი ინფორმაციის გავრცელებისგან. ამავდროულად, გვსურს მოვუწოდოთ საზოგადოებას, დაელოდონ გამოძიების დასრულებას და გამოძიების შედეგებს,“- აცხადებენ „კლინიკა ბომონდში“.

 

კლინიკაში, სადაც 21 წლის გოგო მშობიარობის შემდეგ გარდაიცვალა, პირველი განცხადება გაკეთდა
2021-06-21კლინიკაში, სადაც 21 წლის გოგო მშობიარობის შემდეგ გარდაიცვალა, პირველი განცხადება გაკეთდა

 

ავტორი: Prime Time


X