21:48 | 2020-05-20 ავტორი: მირანდა ტყემალაძე

მანამდე ეს სააკაშვილმა აღიარა – გია ვოლსკი ოქრუაშვილის სკანდალურ განცხადებაზე

მანამდე ეს სააკაშვილმა აღიარა – გია ვოლსკი ოქრუაშვილის სკანდალურ განცხადებაზე

ოქრუაშვილის აღიარებამდე, ეს სააკაშვილმა აღიარა, როდესაც თქვა, ცოტა დაგვაკლდა და პარლამენტში შევიჭრებოდითო, – ამის შესახებ „პრაიმტაიმს“ უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა, გია ვოლსკიმ განუცხადა.

 

მისი შეფასებით, მთლიანად ინტერვიუ იგივე რიტორიკისგანაა შემდგარი, რაც მთელ ამ „ნაცკლასტერს“ ახასიათებს. განსაკუთრებით, წინასაარჩევნო წელიწადში.

 

„ეს არის უხამსი, უტიფარი და რეალობას აცდენილი საერთო ფრაზები. ყველამ ვიცით, რაც წარმოადგენს თავად ოქრუაშვილი და რა როლი ჰქონდა მას პარლამენტზე შეტევის დროს.

 

პრაქტიკულად აღიარა, მაგრამ სიტყვა „ვაიძულეთ“ ეს არის ემოციურად ნათქვამი. ამ აღიარებას აქვს სამართლებრივი ნაწილი.

 

ანუ ფაქტობრივად, ის რაც მოხდა 20 ივნისს, იყო შეტევაზე პასუხი და ამ პასუხს მოჰყვა გარკვეული მძიმე შედეგებიც. ესეთი შეჯახების დროს, სამწუხაროდ, ადამიანის დაშავება ხდება განვითარებულ დემოკრატიებშიც, რას უკიდურესად არასასურველია.

 

ოქრუაშვილის ნათქვამს აქვს პირდაპირი სამართლებრივი განსაზღვრება.

 

ეს მხოლოდ მან არა, აღიარა სააკაშვილმა. მან თქვა, რომ პარლამენტში შესაჭრელად სულ ცოტა აკლდათ.

 

მანამდე, გავრცელდა ჩანაწერი, სადაც სააკაშვილი გვარამიას აძლევდა მითითებებს, როგორ უნდა შეექმნა წინარევოლუციური ვითარება ქვეყანაში, როგორ უნდა დაღვრილიყო სისხლი და როგორ უნდა მომხდარიყო ამის განვითარება.

 

დესტრუქცია ყოველთვის დღის წესრიგში იდგა. რასაც ოქრუაშვილი ამბობს, ეს არის ამის ერთ-ერთი პირდაპირი თუ არაპირდაპირი მტკიცებულებები, რაც მთელმა მსოფლიომ ტელევიზიით იხილა“, – უთხრა „პრაიმტაიმს“ გია ვოლსკიმ.

 

შეგახსენებთ, ირაკლი ოქრუაშვილმა „ღამის მთავარის“ ეთერში განაცხადა, რომ 20 ივნისის ღამეს ხელისუფლებამ კატასტროფული შეცდომა დაუშვა:

 

„ყოველგვარი ტრაბახისა და დაკნინების გარეშე ვიტყვი, რომ ეს შეცდომა ჩვენ კარგი გაგებით მას დავაშვებინეთ.

 

მან გაისროლა. ყველაზე დიდი შეცდომა მისი მხრიდან იყო, რომ გაისროლა. ეს არის უპატიებელი შეცდომა, რომელიც სწორად იქნა შეფასებული საზოგადოების მხრიდან“.

ავტორი: მირანდა ტყემალაძე

0
კომენტარი - +

X