11:15 | 2021-07-21 ავტორი: თეონა ყაჭიური

მან ყველაზე ძვირფასი ჯილდო – სახალხო სიყვარული და აღიარება მოიპოვა – პრემიერი ნანი ბრეგვაძეს დაბადების დღეს ულოცავს

მან ყველაზე ძვირფასი ჯილდო – სახალხო სიყვარული და აღიარება მოიპოვა – პრემიერი ნანი ბრეგვაძეს დაბადების დღეს ულოცავს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მომღერალ ნანი ბრეგვაძეს დაბადების დღეს ულოცავს. ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

 

„85 წლის იუბილეს ვულოცავ ლეგენდარულ ნანი ბრეგვაძეს! თავისი განუმეორებელი შემოქმედებით ქალბატონმა ნანიმ ყველაზე ძვირფასი ჯილდო – სახალხო სიყვარული და აღიარება მოიპოვა.

 

დღეგრძელობას, ბედნიერებასა და კვლავ მრავალ შემოქმედებით წარმატებას ვუსურვებ ქალბატონ ნანის“,- წერს პრემიერი.

 

21 ივლისს ნანი ბრეგვაძის დაბადების დღეა.  ქართული სცენის ლეგენდის პირველი საიუბილეო კონცერტი წინანდალში იგეგმება, 26-28 აგვიტოს ბათუმში ორი საღამოა დაგეგმილი. საფინალო კონცერტით, პრიმა არტისტის იუბილე, ფილარმონიის სცენაზე დაგვირგვინდება.

 

ნახეთ: ნონა გაფრინდაშვილმა ლეო მესს საჩუქარი გაუგზავნა – ნახეთ რა აჩუქა ფეხბურთელს საქართველოს სახელით

 

ასევე დაგაინტერესებთ: გეგა, დუდუ, შვილი ზუკა… – გია ვოლსკის სამი დიდი ტრაგედია – დეპუტატი გარდაცვლილ შვილზე და სხვა პირად ამბებზე

 

„ჩემი ქმარი არ აკეთებს არაფერს?!“ – ანუკი არეშიძე კახის მხარდასაჭერად, გაიხსენეთ როგორ იცავდა მეუღლეს კრიტიკოსებს

ავტორი: თეონა ყაჭიური

X