00:03 | 2020-07-17 ავტორი: თამარ ბოჭორიშვილი

მისი სიყვარული გიოს მიმართ მაშინ გამოიხატა, როცა დაკარგვის შესახებ გაიგო და დამალა – შაქარაშვილის და ხატისკაცს პასუხობს

მისი სიყვარული გიოს მიმართ მაშინ გამოიხატა, როცა დაკარგვის შესახებ გაიგო და დამალა – შაქარაშვილის და ხატისკაცს პასუხობს

19 წლის ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმე ამ დრომდე ბურუსით არის მოცული.

 

შინაგან საქმეთა სამინისტროში იმ პირების გამოკითხვაც დაიწყო, რომლებიც 18 ივნისს ანი გაბეჩავას დაბადების დღეზე სტუმრად არ ყოფილან.

 

მათი გამოკითხვის მიზანი კი ის არის, დადგინდეს რა გახდა ახალგაზრდა ფეხბურთელის მკვლელობის მოტივი. 

 

მოწმის სახით გამოკითხეს ახალგაზრდა მოცეკვავე მარიამ ხატისკაცი, რომელიც გიორგი შაქარაშვილის ერთ-ერთი მეგობრის ლუკა გოგავას ჩვენების მიხედვით, შაქარაშვილს სწორედ მარიამ ხატისკაცი უყვარდა, რომელიც ცოტა ხნის წინ დაშორდა და ანი გაბეჩავას დაბადების დღისთვის განსაკუთრებულად სწორედ იმიტომ ემზადებოდა, რომ იქ მარიამ ხატისკაცს შეხვდებოდა.

 

VIDEO: როცა თამაში გექნება, გასვლამდე ეს სიტყვები თქვიო… მეგობარი შაქარას სიტყვების გახსენებისას ატირდა
2020-07-14VIDEO: როცა თამაში გექნება, გასვლამდე ეს სიტყვები თქვიო… მეგობარი შაქარას სიტყვების გახსენებისას ატირდა

 

მარიამ ხატისკაცმა ამასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა.

 

“მარ­ტი­ვია ადა­მი­ა­ნის ლან­ძღვა და გან­სჯა. ვკი­თხუ­ლობ ათა­სო­ბით სა­ში­ნელ კო­მენ­ტარს და გული მტკი­ვა, რო­გორ შე­გიძ­ლი­ათ იწყევ­ლე­ბო­დეთ, მა­შინ როცა არა­ფე­რი იცით.

 

ვი­საც გგო­ნი­ათ, რომ რა­მეს ვმა­ლავ, ან ჩემს გამო მოხ­და ეს ყვე­ლა­ფე­რი, მაგ სი­მარ­თლით ია­რეთ! ამ­ხე­ლა ზი­ზღს გა­მო­ხა­ტავთ უსა­ფუძ­ვლოდ, ტყუ­ი­ლად და მერე ეკ­ლე­სი­ებ­ში მი­დი­ხართ. შეგრცხვეთ.

 

ღმერ­თთან და გი­ოს­თან ვარ მარ­თა­ლი, თქვენ კი გთხოვთ, იქ­ნებ გვა­ცა­დოთ გლო­ვა” – წერს ხა­ტის­კა­ცი “ინ­სტაგ­რამ­ზე”.

 

ხატისკაცის პოსტს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა გიორგი შაქარაშვილის და ანი შაქარაშვილი.

 

1) გიო დაბადების დღეზე დაუპატიჟებლად არ წასულა, თუ ვინმე ასე თვლის ალბათ საკუთარი თავიდან გამომდინარე;

 

2) გიო დაბადების დღეზე წავიდა გასართობად და არა კონკრეტულად ვინმეს გამო;
3) რაც შეეხება ამ გოგოს, მისი სიყვარული გიოს მიმართ მაშინ გამოიხატა, როცა მან გიოს დაკარგვის შესახებ გაიგო და სხვების მსგავსად დამალა;
4) მადლობა;
5) ნახვამდის” – დაწერა ანი შაქარაშვილმა.

რა ვიცით შაქარაშვილის საქმეზე: 

 

19 წლის ახალგაზრდა ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის ცხედარი ოთხდღიანი ძებნის შემდეგ, მდინარე არაგვში იპოვეს.

 

ბიჭის დაკარგვის შესახებ ოჯახმა პოლიციას 19 ივნისს, 11 საათისთვის შეატყობინა. ისინი იმედოვნებდნენ, რომ გიორგი იმალებოდა და ოჯახს მალე დაუბრუნდებოდა.

 

„ამ მუსიკაზე მწერდა, რომ ვუსმენ მამშვიდებსო“ - მეგობრები შაქარაზე და ვიდეორგოლზე, რომელიც მას მიეძღვნა
2020-07-14„ამ მუსიკაზე მწერდა, რომ ვუსმენ მამშვიდებსო“ - მეგობრები შაქარაზე და ვიდეორგოლზე, რომელიც მას მიეძღვნა

 

გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით არაერთი ვერსია გაჟღერდა, რომელთა ნამდვილობა გამოძიებამ უნდა დაადგინოს. რაც ვიცით, ისაა, რომ მის გაუჩინარებას წინ დაპირისპირება უძღოდა.

 

თავდაპირველად გამოძიება თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის ფაქტზე დაიწყო.

 

შს მინისტრის მოადგილის, ვლადიმერ ბორცვაძის განმარტებით, მას შემდეგ, რაც ფიზიკური დაპირისპირების ფაქტი გამოიკვეთა, კვალიფიკაციას კიდევ ერთი – ძალადობის მუხლი დაემატა.

 

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე 26 ივნისს 17 პირი დააკავა. უწყება არ გამორიცხავს, რომ დაკავებულ პირთა სია კიდევ გაიზარდოს, თუმცა გარდაცვალების მიზეზი ამ დრომდე უცნობი რჩება.

 

ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ 19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე დასკვნა გამოაქვეყნა.

 

დასკვნა

 

  • ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, გიორგი შაქარაშვილის სიკვდილის მიზეზია ასფიქსია წყალში დახრჩობით.

 

  • გიორგი შაქარაშვილის ცხედარზე აღინიშნება სიკვდილის წინა ახლო პერიოდში მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედებით მიყენებული, სიცოცხლისდროინდელი დაზიანებები:

 

  • შუბლის/თავის, ორივე თვალბუდის, ზედა და ქვედა ტუჩის მიდამოებში, მარჯვენა იდაყვის სახსრისა და მარჯვენა წინამხრის მიდამოებში, აგრეთვე მუცლის, საზარდულის, ბოქვენის, წელისა და ორივე დუნდულოს მიდამოებში.

 

  • ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, აღნიშნული დაზიანებები, იზოლირებულად აღებული, ატარებენ სხეულის დაზიანებათა მსუბუქი ხარისხის ნიშნებს.

 

  • ექსპერტიზამ დაადასტურა, რომ გიორგი შაქარაშვილი გარდაცვალების მომენტში იმყოფებოდა თითქმის ფხიზელ მდგომარეობაში (0,85% ეთილის სპირტი) და ასევე არ იმყოფებოდა ნარკოტიკული ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ.

 

დამოუკიდებელი ექსპერტის პოზიცია

 

კერძო საექსპერტო ცენტრის, „ვექტორის“ ხელმძღვანელი ალეკო გეჯაძე გამორიცხავს, რომ გიორგი შაქარაშვილს დაზიანებები მიეღო წყალში გადაადგილებით.

 

„ეს დაზიანებები მუშტის დარტყმით ვერ განვითარდებოდა. რომელიც დაზიანება, რომელიც საგნით იყო მიყენებული, ან რა შემთხვევაში შეიძლება მიეღო, ამ საკითხზე, მაღალი ალბათობით გამოძიება დანიშნავს კომისიურ ექსპერტიზას“.

 

„ეს დაზიანებები წყალში გადაადგილებით და რაიმე საგნებზე შეჯახებით ვერ განვითარდებოდა“. 

 

„ნაკლებ სავარაუდოდ, რომ ეს დაზიანებები ერთი ადამიანის მიერ იყოს მიყენებული, თუკი ეს ცემის შედეგად მოხდა“.

 

პროკურატურის პოზიცია

 

სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნისა და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ერთობლივი ანალიზის საფუძველზე, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ მიიღო გადაწყვეტილება გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე კვალიფიკაციის დაზუსტების შესახებ.

 

კერძოდ, სისხლის სამართლის საქმის უკვე არსებულ კვალიფიკაციას დაემატა დამამძიმებელ გარემოებებში ჯგუფურად განხორციელებული განზრახ მკვლელობა, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით.

 

აღნიშნული მუხლით სასჯელის სახით 13-დან 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

ოჯახის პოზიცია

 

ექსპერტიზის დასკვნის გასაჯაროების შემდეგ გიორგი შაქარაშვილის ოჯახის პოზიცია საზოგადოებას გარდაცვლილის ბიძამ, ადვოკატმა მირიან ნიკოლაძემ გააცნო.

 

ნიკოლაძის თქმით, „ტოიოტა ქამრიში” მყოფი ექვსივე პირი 109-ე მუხლით უნდა გასამართლდეს.

 

კითხვაზე, ვის შეიძლება დაუმძიმდეს ბრალი, შაქარაშვილის ბიძა პასუხობს:

 

„ეს გახლავთ „ტოიოტა ქამრიში“ მყოფი პირები, რომლებიც გამოედევნენ ბავშვებს და მათ შორის გიორგის, რომლის შემდეგაც დადგა ასეთი მძიმე შედეგი.

 

ოჯახს აქვს კონკრეტული მოთხოვნა ექვსივე მათგანთან მიმართებაში. თუ გამოძიება უფრო კონკრეტულად გამოკვეთს და უფრო დამაჯერებელი იქნება რომელიმე მათგანზე, ეს გამოჩნდება, მაგრამ დღეს ჩვენი პოზიციაა, რომ ექვსივე მათგანი იყოს ბრალდებული 109-ე მუხლით“, – განაცხადა მირიან ნიკოლაძემ.

 

მისივე თქმით: „ყველა დაზიანება, ეს არის დახლოებით 12 სახის დაზიანება, ბავშვს მიყენებული აქვს სიცოცხლის პერიოდში, რაც ადასტურებს, იმას უტყუარად, რომ ბავშვის მიმართ ადგილი ჰქონდა ფიზიკურ ძალადობას, რის შემდეგაც ის მდინარეში გადააგდეს“.

 

უახლოესი მოლოდინი

 

საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტროში გრძელდება გამოძიება. უწყებაში დაგეგმილია მთელი რიგი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები, მათ შორის, შესაბამისი საექსპერტო კვლევით დასადგენია დასკვნაში აღნიშნულ დაზიანებათა წარმოშობის მექანიზმები და სხვა მნიშვნელოვანი გარემოებები.

 

ამავდროულად, მისაღებია ბიოლოგიური, ქიმიური, ტრასოლოგიური, საინფორმაციო-ტექნოლოგიური და სხვა პირთა სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნები. საგამოძიებო ორგანოში ამბობენ, რომ უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს მოწმეთა გამოკითხვები და უკვე მოპოვებული ინფორმაციის ანალიზი.

 

დამატებითმა ექსპერტიზებმა სხვა საკითხებთან ერთად ნათელი უნდა მოჰფინოს კითხვას – როგორ აღმოჩნდა გიორგი შაქარაშვილის ჩანთა მდინარესთან, ხიდის მოაჯირზე? არსებობს თუ არა ჩანთაზე რომელიმე ბრალდებულის ბიოლოგიური ნიმუში? თუკი გიორგი შაქარაშვილი ცემეს და წყალში ჩააგდეს, როგორ მოხვდა წელზე მიმაგრებული ჩანთა ნაპირზე?

ავტორი: თამარ ბოჭორიშვილი

0
კომენტარი - +

X