21:26 | 2021-09-15 ავტორი: თამარ გონგაძე

“მამუკას ნარკომანობა ჩემთვის წარმოუდგენელი იყო… ცოლმა კომაში მყოფი იპოვა” – ლეილა ძიგრაშვილი ოჯახის დიდ ტრაგედიაზე

“მამუკას ნარკომანობა ჩემთვის წარმოუდგენელი იყო… ცოლმა კომაში მყოფი იპოვა” – ლეილა ძიგრაშვილი ოჯახის დიდ ტრაგედიაზე

გუშინ 94 წლის ასაკში მსახიობი ლეილა ძიგრაშვილი გარდაიცვალა. ტკივილიანი ცხოვრების დასასრული, მისთვის, ალბათ, რთულად მისაღები არ იქნებოდა. ქმრისა და ორი შვილის გარდაცვალების შემდეგ, 21 წელი იცხოვრა, უკვე შვილიშვილებისა და შვილთაშვილების სიხარულში.

 

თავის დრამატულ ცხოვრებაზე საჯაროდ საუბარს სულ გაურბოდა… სავსებით გასაგებიც იყო. ერთი ადამიანისთვის ამხელა ტრაგედია აუტანლად მძიმე ჯვარია.

 

ჯერ 42 წლის მეუღლე – ანდრო კიკალეიშვილი დაკარგა, მერე 42 წლის ვაჟი – ლაშა, სამი წლის შემდეგ კი მეორე შვილი – 39 წლის მამუკა, ცნობილი მსახიობი…

 

ძლიერი ქალი ვყოფილვარ, რომ ამ ყველაფერს გავუძელი და დღემდე ვცოცხლობო, ამბობს.

 

დაახლოებით ათი წლის წინ, გაზეთ “პრაიმტაიმს” ასეთი მძიმედ წასაკითხი ინტერვიუ მისცა…

 

 

მტანჯველ ფიქრებს რომ გაექცეს, მსახიობი სულ კითხულობს. მოგონებებთან, სურათებთან და თავთან მარტო დარჩენა უმძიმს.

 

ლეილა ძიგრაშვილი: – ახლა მხოლოდ ვკითხულობ. ერთ წიგნს რომ წავიკითხავ, მეორემდე პა­ უზა არ უნდა მქონდეს. წიგნს იქით ჩემთვის ცხოვრება მძიმეა. ყავისფერ ფერებშია სამყარო. მარტო ყოფნაც არ შემიძლია. მიყვარს ბავშვები რომ ხმაურობენ. მე ოთახში შევიკეტები, ბავშვები უნდა ხმაურობდნენ. ეს მა­ მშვიდებს. ახლა ორჰან ფამუქს ვკით­ ხულობ. „მე წითელი მქვია“ დავასრულე და „მდუმარე სახლს“ ვკითხულობ. რიგში „უმანკოების მუზეუმი“ და „თოვლია“. ფამუქს მთლიანად ავითვისებ. ძალიან მომეწონა. ლაშას მეგობარი ბექა ჭილაშვილი თურქია. თურქეთში ჟურნალი „ფიროსმანი“ აქვს. ფამუქის წიგნი პირველად მან მაჩუქა. ბავშვობიდან მიჩვეული ვარ კითხვას. ეზოში ბავშვები რომ თამაშობდნენ, მე მამას დავალებით ვკითხულობდი და მერე მის შინაარსს ვწერდი. ხუთოსანი ვიყავი. სიბეჯითით ლაშა მგავდა, ფიზიკურად კი ორივე მამას ჰგავდნენ“.

 

ასევე ნახეთ: 85 წლის ნანი ბრეგვაძე საზოგადოებას აცრისკენ მოუწოდებს

 

 

„მინდა შვილები სიზმრად მაინც ვნახო“

 

„ძალიან ძლიერი აღმოვჩნდი. ხშირად მიფიქრია, რატომ მომივლინა ღმერთმა ამხელა განსაცდელი-მეთქი… ცუდი ცხოვრება გავიარე. ეს ისეთი უბედურებაა, რომელზე ლაპარაკიც არ შეიძლება. რომ ვიგონებთ ისტორიებს, მამუკაზე ვყვებით, გავიცინებთ და თითქოს არაფერი… მაგრამ დიდი ტკივილია. რეზო ჭეიშვილმა დაწერა – მეშინია, დედაჩემზე ად­რე არ წავიდეო, ანუ ჩემი სიკვდილით დედა არ გავამწაროო. ჩემი შვილების წასვლის შემდეგ სულ ეს სიტყვები მახსენდება“.

 

– ამხელა ტრაგედია ზოგ ადამიანს თავის თავში კეტავს, ზოგს – აბოროტებს…

 

– ღმერთმა დამიფაროს. არა! სულ ვწუხვარ, როდესაც გავიგებ, რომ ახალგაზრდა კვდება. სასაფლაოზე ვხედავ რამდენი ახალგაზრდაა დაღუპული…

 

მინდა შვილები სიზმრად მაინც ვნახო, მაგრამ ვერ ვხედავ. ნათესავი ყვება, ცოცხლად ვნახე მამუკა, გადაღება მაქვსო, ამბობდაო. ალბათ, იმიტომ ვერ ვხედავ, რომ მათზე ფიქრი სულ თავში მიტრიალებს.

 

 

გიზო ჟორდანიამ ჩემთან ინტერვიუში თქვა, რომ გამთენიისას ხშირად აქვს ხილვა და მამუკას ხედავს. როცა ვფხიზლდები, მიდისო…

 

– წავიკითხე. მამუკამ თეატრალურ ინსტიტუტში რომ ჩააბარა, დავრეკე უთხარით, თუ გიზოსთან არ იქნება, ახლავე წამოვიდეს-მეთქი. გიზოს ჯგუფში მოხვდა. მერე დამეგობრდნენ. ერთმანეთის საოცარი სიყვარული ჰქონდათ…

 

მეუღლე მსახიობი ანდრო კიკალეიშვილი ძალიან ახალგაზრდა გარდაიცვალა, 42 წლის. იმ დროს ვაჟები – ლაშა ჩვიდმეტი წლის იყო, მამუკა ათი წლის.

 

ცხოვრება ტანჯვის მეტი არაფერია. მე მაშინ მიხაროდა, როცა ჩემი შვილები კარგად იყვნენ, მოდიოდნენ და ამბებს მიყვებოდნენ – „დედა, იცი იქ რა კარგი იყო?…“ ეს ჩემთვის ყველაფერი იყო. სხვა დანარჩენი არაფერია.

 

მეუბნებიან – ლეილა, გაიხსენი ვარსკვლავიო. მეცინება. სესილია თაყაიშვილს არა აქვს ვარსკვლავი და მე გავვარსკვლავდე? ძალიან დიდი სისულელეა. აუტანელი რამაა.

 

ჩემი შვილები აღარ არიან და მე აღარაფერი მინდა. რა ვარსკვლავი?

 

უხუცესი მოქმედი მსახიობის პირადი ტრაგედია და ოცნებად დარჩენილი ქალის როლი
2021-09-15უხუცესი მოქმედი მსახიობის პირადი ტრაგედია და ოცნებად დარჩენილი ქალის როლი

 

„ალბათ, მათი გაყრის მიზეზი ესეც გახდა“

 

მამუკაც იმ სენმა შეიწირა, რამაც ბევრი, ვინც რეალობიდან გაქცევა სცადა. ძალიან სდომებია ფილმის გაკეთება ნარკომანიაზე, სადაც მაყურებელს ყველაფერს გულახდილად მოუყვებოდა, თუ რა ჯოჯოხეთი გამოიარა.

 

„საერთოდ არ ეწეოდა. მეშვიდე-მერვე კლასში რომ იყო, ვეუბნებოდი – მართალი მითხარი, არ ეწევი-მეთქი? არა, გავსინჯე და არ მომეწონაო. მისი ნარკომანობა წარმოუდგენელი იყო. ბოლოს, მოსკოვში ცხოვრებისას, მასთან სახლში ორი ექიმი ცხოვრობდა, მძიმე პერიოდები გადაიტანა. მისმა მესამე მეუღლემ, ტანია სმირნოვამ დამირეკა, ახლა მამუკა კარგად არის, ჩამოდითო. აეროპორტში დასუსტებული დამხვდა. დედა, რა კარგია, უკვე კარგად ვარო, მითხრა…“

 

მამუკას პირველი ცოლი მსახიობი, ნინო კობერიძე გახლდათ, მეორე – ხათუნა ძამაშვილი. ხათუნას და მამუკას ჰყავთ ერთი ვაჟი, ანდრო. მან წელს მადრიდის უნივერსიტეტში ბიზნესის განხრით ჩააბარა.

 

ნუცა მაღლაკელიძე, რომელსაც მთელი საქართველო გულშემატკივრობდა, თურქეთის კლინიკაში გარდაიცვალა
2021-09-14ნუცა მაღლაკელიძე, რომელსაც მთელი საქართველო გულშემატკივრობდა, თურქეთის კლინიკაში გარდაიცვალა

 

„ნინო კობერიძე ცუდად მოექცა. უყურადღებობას იჩენდა მამუკას მიმართ. „დონ კიხოტის“ გადაღების დროს სამი წლის განმავლობაში ერთხელაც არ ჩაუკითხავს ქმრისთვის ახალციხეში. ალბათ, მათი გაყრის მიზეზი ესეც გახდა. ხათუნა მოსკოვში არ წაჰყვა მამუკას. ბავშვი პატარა ჰყავდა.“

 

მერე შეირთო ტანია სმირნოვა, რომელიც ცდილობდა, ქმარს უბედურებისგან თავის დაღწევაში დახმარებოდა. ერთ დილით კი სასტუმრო ოთახში გასულს ტელევიზორი აშიშინებული დახვდა, მამუკა სავარძელში იჯდა და გულისცემა თითქმის არ ისმოდა. ერთი კვირა ამაოდ ელოდნენ მამუკას კომიდან გამოსვლას…

 

“შვილები რომ დავკარგე, ეს ის პერიოდი იყო, როდესაც რუსთაველის თეატრი სულ გასტროლებზე დადიოდა… ხუთჯერ ვიყავით გერმანიაში. იაპონიის გარდა, ყველგან გახლდით.

 

ლაშას გარდაცვალებიდან თვეც არ იყო გასული, რომ მითხრეს, ლეილა, გასტროლებზე მიდიხარო! როდის? ვიკითხე, ჩავალაგე და წავედი… ასე იყო მამუკას გარდაცვალების შემდეგაც. ორ კვირაში ისრაელში წავედით.

 

„კავკასიურ ცარცის წრეს“ ვთამაშობდით. მახსოვს, სცენაზე გული მიმდიოდა, ვიგრძენი, რომ ვეცემოდი, თავბრუ დამეხვა, ყველაფერი გაშავდა, მაგრამ ძალღონე მოვიკრიფე, რომ სცენაზე არ დავცემულიყავი. არ დავეცი. ეს არის ჩვენი პროფესია. მედეა ჩახავას დედა რომ გარდაეცვალა, გეგმა რომ არ ჩავარდნილიყო, მიდიოდა და თამაშობდა სპექტაკლს“.

 

ავტორი: თამარ გონგაძე

X

error: Content is protected !!