18:50 | 2020-07-23 ავტორი: თამთა თორდია

„პრაიმტაიმის“ ინფორმაცია, რომ თამარ ბაჩალიაშვილს ფსიქოლოგი ჰყავდა, შსს-მ დაადასტურა – ის უკვე დაკითხეს

„პრაიმტაიმის“ ინფორმაცია, რომ თამარ ბაჩალიაშვილს ფსიქოლოგი ჰყავდა, შსს-მ დაადასტურა – ის უკვე დაკითხეს

ექსკლუზიურად „პრაიმტაიმისთვის“ ცნობილი გახდა, რომ 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილს ფსიქოლოგი ჰყავდა და მასთან კონსულტაციაზე დადიოდა.

 

ინფორმაცია შსს-ში დღეს გამართულ ბრიფინგზე, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა მამუკა ჭელიძემ, „პრაიმტაიმის“ ჟურნალისტის კითხვის დასმის შემდეგ დაადასტურა.

 

კითხვაზე, ჰყავდა თუ არა თამარ ბაჩალიაშვილს პირადი ფსიქოლოგი და დაიკითხა თუ არა ის? – უპასუხა, რომ პოლიციამ უკვე დაკითხა ბაჩალიაშვილის პირადი ფსიქოლოგიც.

 

„თამარ ბაჩალიაშვილს ჰყავდა ფსიქოლოგი, რომელიც გამოძიების მიერ დაკითხულია. რა თქმა უნდა, დეტალებზე საუბარი, თუ რაზე ილაპარაკა ფსიქოლოგმა, ვინაიდან დღეს ოჯახი ძალიან მძიმე მდგომარეობაშია, არ იქნება სწორი.

 

გიდასტურებთ იმას, რომ ჰყავდა ფსიქოლოგი, ჰქონდა გარკვეული კონსულტაციები, რა თქმა უნდა, დეტალებზე ახლა არ იქნება სწორი საუბარი“, – განაცხადა მამუკა ჭელიძემ.

 

 

თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმე

 

23 წლის თამარ ბაჩალიაშვილს 18 ივლისიდან ეძებდნენ. ახალგაზრდა ქალი თბილისში სახლიდან საკუთარი ავტომობილით გავიდა და მას შემდეგ აღარ დაბრუნებულა. მისი მანქანა გუშინ, 22 ივლისს თეთრიწყაროს ტყეში მწყემსმა იპოვა.

 

 

 

 

 

 

 

პოლიტიკოსების და ექსპერტების შეფასებები

 

 

 

 

 

 

ავტორი: თამთა თორდია

0
კომენატარი - +

მსგავსი სიახლეები

X