15:28 | 2021-09-16 ავტორი: Prime Time

მამუკა მდინარაძემ ქარელში, ტელეოპერატორთან დაკავშირებული ინციდენტის ვიდეომასალა წარმოადგინა

მამუკა მდინარაძემ ქარელში, ტელეოპერატორთან დაკავშირებული ინციდენტის ვიდეომასალა წარმოადგინა

„ქართული ოცნების” ერთ-ერთი ლიდერი, მამუკა მდინარაძე ქარელში მომხდარ ინციდენტს, რა დროსაც „მთავარი არხის” ოპერატორი ლევან აბლოთია დაშავდა, კიდევ ერთხელ ბრიფინგით გამოეხმაურა.

დავინახე ძირს ეგდო ადამიანი სახით ჩემკენ - რას ყვება თვითმხილველი რომელმაც ვერაზე ჩაცხრილული პირი პირველად ნახა
2021-09-16დავინახე ძირს ეგდო ადამიანი სახით ჩემკენ - რას ყვება თვითმხილველი რომელმაც ვერაზე ჩაცხრილული პირი პირველად ნახა

 

„შეგვიძლია ვთქვათ, რომ ნიკა გვარამიას და მისი ტელევიზიის მიერ მოწყობილი გუშინდელი შოუ მთლიანად შეიცავდა როგორც დეზინფორმაციას, ასევე ზიზღის ენას, მანიპუალაციას, როგორც იტყვიან იყო სრული ბუკეტი იმისა, რაზეც ჩვენ 2 დღის წინ ვისაუბრეთ და ლუსტრირება მოვახდინეთ.

 

გუშინ გვარამიას წამოცდა ერთ-ერთ ჩართვაში, რომ ოპერატორი კი არ გადმოაგდეს, არამედ გადმოვარდა, ამაზე აღარ შევჩერდები.

 

კადრები, რომელიც ჩვენს მიერ იქნა მოპოვებული, ჩვენი ოფისის წინ ქარელში არის კამერა, რომელმაც გადაიღო გარკვეული ეპიზოდი. გვარამიამ გუშინ რამდენჯერმე გაიმეორა, რომ ოპერატორი გადმოვარდნის შემდგომ იყო უგონო მდგომარეობაში. ასევე ის ამბობდა, რომ როდესაც სასწრაფოში რეკავდა ბექა ყორშია, მაშინაც ოპერატორი იყო უგონო მდგომარეობაში, კადრებში კი ჩანს, რომ ოპერატორი გადაადგილდება კამერასთან ერთად, შემდეგ ჯდება და არანაირ უგონო მდგომარეობასთან არ გვაქვს საქმე,” – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ: 

 

 

 

 

 

 

 

 

ავტორი: Prime Time

X

error: Content is protected !!