13:50 | 2021-10-14 ავტორი: Prime Time

მამუკა მდინარაძე: ქვეყნის ტერიტორიების ჩაბარებისთვის, ქართველი ხალხი პასუხს ბევრჯერ მოთხოვს მათ 

მამუკა მდინარაძე: ქვეყნის ტერიტორიების ჩაბარებისთვის, ქართველი ხალხი პასუხს ბევრჯერ მოთხოვს მათ 

პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ „ღამის კურიერის“ ეთერში განაცხადა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ მათ იმიტომ ედავება, რომ ქვეყნის წინაშე ჩადენილი ის დანაშაული ჩამოირეცხოს, როდესად აღნიშნული ოპოზიციური გუნდი ხელისუფლების სათავეში იდგა.

 

„გაღმა გვედავებიან, რომ საკუთარი სამშობლოს წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაული ჩამოირეცხონ. ქვეყნის ტერიტორიების ჩაბარება ნიშნავს არა მხოლოდ იმას რაც ქმედებით გააკეთეს 7-8 აგვისტოდან, არამედ ეს 2 თვის შემდეგაც დააგვირგვინეს დოკუმენტის მხარდაჭერით. ამასთან დაკავშირებით ქართველი ხალხი პასუხს ბევრჯერ მოთხოვს მათ“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ავტორი: Prime Time

X