14:11 | 2021-09-25 ავტორი: სალომე ნეფარიძე

მამუკა მდინარაძე – კარლ ჰარცელის განცხადება იყო არაობიექტური

მამუკა მდინარაძე – კარლ ჰარცელის განცხადება იყო არაობიექტური

კარლ ჰარცელის განცხადება იყო არაობიექტური, იმიტომ, რომ მას გამორჩა ეთქვა მთავარი, რომ ეს იყო მძიმე პროვოკაცია ერთი პარტიის ფორმალური, მაგრამ თავმჯდომარის მხრიდან, მეორე – მმართველი პარტიის თავმჯდომარის მიმართ – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ „ღამის კურიერში“ განაცხადა.

 

როგორც მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, ობიექტურობა არის პირველი და ვინც არ უნდა იყოს, თუ მისი განცხადება იქნება არაობიექტური, ეს აუცილებლად აღინიშნება. „არ ვიცი, რამდენ ადამიანს მიაჩნია, რომ ეს ობიექტური განცხადებაა. ვინც არ უნდა იყოს განცხადების ავტორი, ჩვენი ძალიან დიდი პატივისცემის მიუხედავად, თუნდაც კონკრეტული ადამიანის მიმართ, განსაკუთრებით ევროკავშირის მიმართ, მის წარმომადგენელზეა საუბარი, განცხადება უნდა იყოს ობიექტური და თუ ეს ობიექტური არ იქნება, ჩვენ ამას აუცილებლად აღვნიშნავთ.

 

არჩევნების შედეგები პირდაპირ ეთერში შეჯამდება - ცესკო-ს ახალი ინიციატივა
2021-09-25არჩევნების შედეგები პირდაპირ ეთერში შეჯამდება - ცესკო-ს ახალი ინიციატივა

 

ამ შემთხვევაში მისი ეს განცხადება იყო არაობიექტური, იმიტომ, რომ მას გამორჩა ეთქვა მთავარი, რომ ეს იყო მძიმე პროვოკაცია ერთი პარტიის ფორმალური, მაგრამ თავმჯდომარის მხრიდან, მეორე – მმართველი პარტიის თავმჯდომარის მიმართ. როდესაც ეს გამოგრჩება, ბრჭყალებში ან მის გარეშე, ასეთი განცხადება იმ მოვლენების აღსანიშნავად, არ არის ობიექტური.

 

ყველა შემთხვევაში ჩვენ უნდა ვთქვათ სიმართლე. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ მაინც და მაინც ვუპირისპირდებით ამ ადამიანს, არავითარ შემთხვევაში, ობიექტურობაა პირველი“ – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

 

აქვე მან მადლობა გადაუხადა კარლ ჰარცელს იმ ძალიან დიდი ძალისხმევისა და სასიკეთო საქმეებისთვის, რაც მან ჩვენს ქვეყანაში მშვიდობის, სტაბილურობისა და განვითარებისთვის გააკეთა. უამრავი მადლობა გადაგვიხდია, მათ შორის მედიაციისთვის, მათ შორის იმ ძალიან დიდი ძალისხმევისთვის, რაც ამ ადამიანმა ამ ქვეყანაში მშვიდობისთვის, სტაბილურობისთვის, ქვეყნის განვითარებისთვის გააკეთა, ძალიან ბევრი სასიკეთო საქმე აქვს გაკეთებული, ამისთვის უღრმესი მადლობა, მაგრამ ამის საპირწონე ის ხომ არ არის, რომ რაღაცაზე გაჩუმდე, ფიქრობდე სხვას და სხვა ილაპარაკო. ასეთი დამოკიდებულება ჩვენ ვერ გვექნება ერთმანეთთან, ჩვენ ვართ მეგობრები, ის არის ჩვენი პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენელი და ბუნებრივია, რაზეც მადლობაა სათქმელი მადლობას გადავუხდით და ბუნებრივია, შევაფასებთ ასევე ობიექტურად მის განცხადებას“ – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

 

ასევე დაგაინტერესებთ ⇓

 

არავის არ გაუკვირდეს, თუ ეკლესია მკაფიოდ ეტყვის თავის მრევლს, რა გააკეთოს მან არჩევნებზე - ანდრია ჯაღმაიძე
2021-09-25არავის არ გაუკვირდეს, თუ ეკლესია მკაფიოდ ეტყვის თავის მრევლს, რა გააკეთოს მან არჩევნებზე - ანდრია ჯაღმაიძე
  
„ის ქალი მე ვარ“ - ნათია მეზვრიშვილი კობახიძეს პასუხობს
2021-09-25„ის ქალი მე ვარ“ - ნათია მეზვრიშვილი კობახიძეს პასუხობს

ავტორი: სალომე ნეფარიძე

X

error: Content is protected !!