22:03 | 2020-08-07 ავტორი: თამარ გონგაძე

“მამისთვის რთულია ამ მდგომარეობაში ყოფნა, მაგრამ რა გაეწყობა” – ზურა ხაჩიძე 14 წლის ქალიშვილზე საუბრობს

“მამისთვის რთულია ამ მდგომარეობაში ყოფნა, მაგრამ რა გაეწყობა”  – ზურა ხაჩიძე 14 წლის ქალიშვილზე საუბრობს

ანასტასია ხაჩიძე 14 წლის გახდა. ქალიშვილის დაბადების დღისთვის, მშობლები შავი ზღვისპირეთიდან სპეციალურად თბილისში ჩამოვიდნენ.

 

როგორც ზურა “პრაიმტაიმთან” ამბობს, ანასტასია ზღვაზე, მეგობრების დედაქალაქში ყოფნის გამო არ ჩავიდა.

 

ზურა ხაჩიძე: – ამდენი მეგობარი 7 აგვისტოს თბილისში არასდროს ჰყოლია ანასტასიას. ამ დროს სულ დასასვენებლად არიან ხოლმე წასულები. წელს თბილისში აღმოჩნდა ყველა და წუხელ მოვიდნენ მოსალოცად. კარგი სამეგობრო ჰყავს. არ ვიცნობდი ბევრს და გუშინ გავიცანი ბიჭები. დაახლოებით სამი საათი იყვნენ. ტკბილად, ლამაზად აღნიშნეს, ცოტა მოწრუპეს… მე და ხათუნა ძალიან ვნერვიულობდით, მაგრამ ყველაფერმა მშვიდობით ჩაიარა. ბოლო დროს განვითარებული ტრაგიკული ფაქტების გათვალისწინებით, სახლში აღნიშვნა გვერჩივნა, მშვიდად.

 

დღეს მე და ხათუნამ ანასტასიას ბარათზე თანხა დავურიცხეთ, სავაჭრო ქსელში მივიყვანე და რაც სურდა, თავისით “მოიშოფინგა.”

 

სიმაღლეში მოიმატა, გალამაზდა. გაპრანჭვას მოუმატა. პრანჭია ყოველთვის იყო, მაგრამ ახლა – განსაკუთრებულად. ალბათ, ბიჭების ყურადღების ცენტრშიც არის, რაც მე არ მომწონს და მაღიზიანებს. მამისთვის რთულია ამ მდგომარეობაში ყოფნა, მაგრამ რა გაეწყობა.

 

სწრაფად გაირბინა 14 წელმა. გუშინდელი დღესავით მახსოვს ახლადდაბადებულის პირველი ფოტო, გულზე რომ მყავს ჩახუტებული. ანასტასიას ასაკით ვხვდები, რომ ასაკი მომემატა, ისე ვერ ვგრძნობ.

ავტორი: თამარ გონგაძე

0
კომენატარი - +

X