11:03 | 2021-07-03 ავტორი: Prime Time

მამის ამ უპირობო თანადგომამ დიდი მოწონება დაიმსახურა – პრინცესას კაბაში ჩაცმული მამა-შვილის ვიდეოს თითქმის 22 მილიონი ნახვა აქვს

მამის ამ უპირობო თანადგომამ დიდი მოწონება დაიმსახურა – პრინცესას კაბაში ჩაცმული მამა-შვილის ვიდეოს თითქმის 22 მილიონი ნახვა აქვს

ვიდეომ, სადაც მამა-შვილი ანიმაციური ფილმ „Frozen“-ის გმირის, პრინცესა ელზას ფორმაში გამოწყობილი მიეშურებიან კინოთეატრისკენ, 21,6 მილიონზე მეტი ნახვა დააგროვა. ამის შესახებ უცხოური მედია წერს. 

 

გამოცემის ცნობით, ვიდეოს გმირი ავსტრალიელი სკოტ სტიუარტია.

 

ჯერ კიდევ 2020 წელს, კოლინი საბავშვო ბაღში პრინცესა ელზას თოჯინით თამაშის გამო ბულინგის მსხვერპლი გახდა. ბულინგის ფონზე მამა შვილს ყველაფერში მხარს უჭერდა.

 

მიშველეთ! მისი ხმა უკანასკნელად ძმამ გაიგონა, ის შემთხვევის ადგილიდან 50 მეტრში იყო - ზურა ბაკურაძის გარდაცვალების მძიმე ისტორია
2021-07-02მიშველეთ! მისი ხმა უკანასკნელად ძმამ გაიგონა, ის შემთხვევის ადგილიდან 50 მეტრში იყო - ზურა ბაკურაძის გარდაცვალების მძიმე ისტორია

 

კოლინის მხარდაჭერის მიზნით, სტიუარტმა გადაწყვიტა თავადაც ჩაეცვა პრინცესა ელზას კაბა, როგორც თავის შვილს სურდა და ასე წასულიყვნენ კინოში მულტფილმის სანახავად.

 

„ჩემს შვილს სურდა, რომ კინოში ელზას ფორმით წასულიყო და მე ვუთხარი, რომ ამას არავითარ შემთხვევაში მარტო არ გააკეთებდა,”- იხსენებს სტიუარტი.

 

ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად გავრცელდა და დღეს მას უკვე 21,6 მილიონზე მეტი ნახვა აქვს.

 

„ვტირი“, „აი, როგორ უნდა გაზარდო კარგი ადამიანი” – წერდნენ კომენტარებში.

 

ამ ფაქტის შემდეგ სტიუარტმა დაწერა წიგნი “ჩემი ჩრდილი ვარდისფერია”, რომელიც მალე ბესტსელერად იქცა. წიგნი პატარა ბიჭზეა, რომლის ჩრდილიც, სხვა ბიჭებისგან განსხვავებით, არა ცისფერი, არამედ ვარდისფერია.

 

ავტორი: Prime Time

X

error: Content is protected !!