fbpx
23:43 | 2020-12-01 ავტორი: Prime Time

მამიკო, ხელები სულ გამილურჯდა, ესენი მომკლავენ, ვატყობო…” – კოვიდინფექციით გარდაცვლილი 19 წლის გოგოს მამას ambebi.ge ესაუბრა

მამიკო, ხელები სულ გამილურჯდა, ესენი მომკლავენ, ვატყობო…” – კოვიდინფექციით გარდაცვლილი 19 წლის გოგოს მამას ambebi.ge ესაუბრა

30 ნოემბერს, კორონავირუსით კიდევ ერთი ახალგაზრდა, 19 წლის გოგო გარდაიცვალა. თეკლა თორდიას თანხმლები დაავადება, შაქრიანი დიაბეტი ჰქონდა.​ გო­გო­ნა და­ა­ვა­დე­ბის მე­ექ­ვსე დღემ­დე სახლში მკურანლობდა. შემდეგ მდგომარეობა დამძიმდა, ​ოჯახ­მა მისი კლი­ნი­კა­ში გა­დაყ­ვა­ნა მო­ი­თხო­ვა, რაზეც ადგილების არარსებობის გამო, უარი მიიღო და გადაიყვანეს კოვიდ-სასტუმროში. ​

 

იქ მისი მდგო­მა­რე­ო­ბა უკი­დუ­რე­სად დამ­ძიმ­და. სა­ბო­ლო­ოდ, პა­ცი­ენ­ტი “გერ­მა­ნულ ჰოს­პი­ტალ­ში” გადაიყვანეს. მეექვსე დღეს პაციენტი გარდაიცვალა.

 

გარდაცვლილი გოგონას მამა ambebi.ge-სთან შვილის დაინფიცირებისა და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებაზე საუბრობს.

 

კო­ვიდ-სას­ტუმ­რო­ში გა­დაყ­ვა­ნი­დან მე­ო­რე დღეს მძი­მედ იყო უკვე, წა­იყ­ვა­ნეს ანა­ლი­ზებ­ზე. რომ აუ­ღეს ანა­ლი­ზე­ბი და უკან ბრუნ­დე­ბოდ­ნენ, სა­ცობ­ში გა­ჭე­დი­ლან. ბავ­შვი ისე­დაც ძლივს სუნ­თქავ­და, ჟანგბა­დის აპა­რა­ტი იქ არ ჰქონდათ დაკი­დევ სა­ცობ­ში იდგა იმ­დე­ნი ხანი.

 

მარ­შუტ­კი­დანმწერ­და, მა­მი­კო ხე­ლე­ბი სულ გა­მი­ლურ­ჯდა, გული მიმ­დის და არ ვიცი რო­გორ ჩა­მო­ვალ ან ჩა­მო­ვალ კი სა­ერ­თოდ ამ “მარ­შუტ­კი­და­ნო“. ესე­ნი მე მომ­კლა­ვენ, რო­გორც ვა­ტყობ, უკე­თე­სო­ბას ვერ ვხე­დავ და არა­ფერს არ მი­კე­თე­ბენ ისეთ­სო. ძა­ლი­ან ეში­ნო­და მისი და­ა­ვა­დე­ბის, დი­ა­ბე­ტის და კო­რო­ნა­ვირუ­სი რაც და­ე­მარ­თა, მას მერე სულ შიშ­ში იყო, რამე არ მო­მი­ვი­დე­სო

 

ბავ­შვო­ბი­დან აწუ­ხებ­და დი­ა­ბე­ტი. ერთხელ კო­მა­შიც ჩაგ­ვი­ვარ­და, მაგ­რამ მერე ვცდი­ლობ­დით გვე­მარ­თა… საქ­მე იმა­შია, რომ როცა და­ინ­ფი­ცირ­და, თა­ვი­დან ბავ­შვი კარ­გად იყო და ჩვენ დღე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ვი­თხოვ­დით მის კლი­ნი­კა­ში გა­დაყ­ვანს. ეს რომ მომ­ხდა­რი­ყო, ხომ არ დამ­ძიმ­დე­ბო­და!

 

პაატა იმნაძე აცხადებს, რომ კორონავირუსით 19 წლის გოგოს გარდაცვალების შემთხვევას ჯანდაცვის სამინისტროში შექმნილი სპეციალური კომისია განიხილავს.

 

გერმანულმა ჰოსპიტალმა გაავრცელა განცხადება, რომლითაც კოვიდინფიცირებული გოგოს ჯანმრთელობის მდგომარეობა და გარადცვალების მიზეზი განმარტა.

ავტორი: Prime Time

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X