22:43 | 2020-07-31 ავტორი: მირანდა ტყემალაძე

მამას ელექტროშოკი სთხოვა… ეს ელექტროშოკი ახლა სახლში აღარ არის – თამარ ბაჩალიაშვილის დედა

მამას ელექტროშოკი სთხოვა… ეს ელექტროშოკი ახლა სახლში აღარ არის – თამარ ბაჩალიაშვილის დედა

გარდაცვლილი 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის დედა, თეონა თამაზაშვილი ამბობს, რომ შემთხვევამდე რამდენიმე თვით ადრე თამარმა მამას სთხოვა, რომ მისთვის ელექტროშოკი ეშოვა. მიზეზი, თუ ვისგან სურდა თავდაცვა შვილს, მშობლებისთვის არ უთქვამს.

 

„დათრგუნული იყო... დაძინებაც გაუჭირდა...“ - რა შენიშნა თამარ ბაჩალიაშვილის დედამ შვილის გაუჩინარების წინა ღამეს
2020-07-31„დათრგუნული იყო... დაძინებაც გაუჭირდა...“ - რა შენიშნა თამარ ბაჩალიაშვილის დედამ შვილის გაუჩინარების წინა ღამეს

 

„5-6 თვის წინ მამამისს სთხოვა ელექტროშოკი თუ შეგიძლია მიშოვოო, მამამისმა მოუტანა და რამდენადაც ვიცი, ატარებდა.

 

იმ დღეს ჰქონდა თუ არა არ ვიცი, მაგრამ ელექტროშოკი ახლა სახლში არ არის, ვფიქრობ მანქანაში ჰქონდა“, – ამბობს თამარის დედა.

თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმე

 

23 წლის თამარ ბაჩალიაშვილს 18 ივლისიდან ეძებდნენ. ახალგაზრდა ქალი თბილისში სახლიდან საკუთარი ავტომობილით გავიდა და მას შემდეგ აღარ დაბრუნებულა. მისი მანქანა 22 ივლისს თეთრიწყაროს ტყეში მწყემსმა იპოვა.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ავტორი: მირანდა ტყემალაძე

0
კომენატარი - +

X