18:28 | 2020-10-06 ავტორი: Prime Time

“მამამ დედა მომიკლა, შემთხვევით თუ ძალით, მნიშვნელობა არ აქვს” – მარიკუნა მიქატაძის სკანდალური ინტერვიუ

“მამამ დედა მომიკლა, შემთხვევით თუ ძალით, მნიშვნელობა არ აქვს” – მარიკუნა მიქატაძის სკანდალური ინტერვიუ

მსახიობმა ნანა ლორთქიფანიძემ “ფარულ კონვერტში” მოჰყვა ისტორია, თუ როგორ აღნიშნავს მეგობრებთან ერთად ირინობას. ეს დღე ეძღვნება ირინა მიქატაძეს, გია ფერაძის ცოლს, რომელიც ტრაგიკულად გარდაიცვალა…

 

მსახიობი ჰყვება, რომ მის სამეგობროში ირინა იყო პირველი, რომელიც ასე ადრეულ ასაკში დაიღუპა.

 

ნანა ლორთქიფანიძე: – 23 წლის ვიყავი. თუმანიშვილის თეატრში მივდიოდი. ნატაშა შენგელაია შემხვდა და ეს ტრაგედია რომ მითხრა, არ დავუჯერე. მაგრამ მაშინვე მოვბრუნდი, ტაქსი გავაჩერე და მიქატაძეების სახლისკენ წავედი…

 

ჩვენი წრის ცხოვრება წლების მანძილზე დაინგრა. მაშინ მოხდა ნევროზების აღმოჩენა, დეპრესიები…

 

წელიწადში სამჯერ – მის დაბადების და გარდაცვალების დღეს და მაისში, ირინობას მივდივართ ირინას სასაფლაოზე და მერე აუცილებლად სადღაც დავსხდებით და აღვნიშნავთ.

 

კვირის პალიტრა - "ახლო მანძილიდან გასროლილმა ტყვიამ, ირინას გულის აორტაში გაიარა და... მოკლა" - ტრაგედია, რომელმაც თბილისი შეძრა

 

ეს შემზარავი ტრაგედია 24 წლის წინათ დატრიალდა. კინოსა და თეატრის ცნობილმა მსახიობმა, თბილისის საყვარელმა კოლორიტულმა პერსონამ, გია ფერაძემ თავისი მშვენიერი მეუღლე, სრულიად ახალგაზრდა, 26 წლის ირინა მიქატაძე მოკლა. ამ ტრაგედიამ დათრგუნა და აალაპარაკა თბილისი.

 

ერთ-ერთი ვერსიით, ეს უბედური შემთხვევა იყო – გია ფერაძეს შემთხვევით გაუვარდა მინიატურული, კალმის ფორმის იარაღი და ცოლი შემოაკვდა. სხვა ვერსიით კი, მან განზრახ ესროლა და მოკლა…

 

შემზარავი იყო ტრაგედიის გაგრძელებაც – ირინას მამამ, ცნობილმა მოქანდაკემ და სახალხო მხატვარმა – ჯუნა მიქატაძემ დაუნდობლად იძია შური შვილის მკვლელ სიძეზე – ამ დანაშაულისთვის განკუთვნილი უმაღლესი ზომა მიასჯევინა, ციმბირში, მკაცრი რეჟიმის კოლონიაში გააგზავნინა და მერეც მკაცრად აკონტროლებდა, რომ მისთვის რეჟიმი არ შეემსუბუქებინათ.

 

კვირის პალიტრა - "ახლო მანძილიდან გასროლილმა ტყვიამ, ირინას გულის აორტაში გაიარა და... მოკლა" - ტრაგედია, რომელმაც თბილისი შეძრა

 

გია ფერაძემ ბოლომდე მოიხადა სასჯელი და ციხიდან გამოსვლიდან ორიოდე წელში გარდაიცვალა. ამ ტრაგედიას ჰყავს კიდევ ერთი მსხვერპლი – მარიკუნა, გია ფერაძისა და ირინა მიქატაძის ქალიშვილი. ის 11 თვის იყო, მამამ დედა რომ მოუკლა. მარიკუნა ბაბუმ და ბებომ – ჯუნა მიქატაძემ და მარიკა საყვარელიძემ შვილად აიყვანეს და გაზარდეს.

 

დღეს მარიკუნა მიქატაძეს აღარც ბაბუა ჰყავს, აღარც ბებია და აღარც მამა. მწარე რეალობის მსხვერპლი მორიგი მწარე რეალობის პირისპირ აღმოჩნდა – ჯუნა მიქატაძის სიკვდილის შემდეგ ის ღვთის ანაბარა მიატოვეს ნათესავებმა, მეგობრებმა, ყველამ, ვინც ჯუნა მიქატაძის სიცოცხლეში გარს ეხვია…

 

მარიკუნა მიქატაძე: – მამას არ ვიცნობდი, მხოლოდ ფილმებითა და ტელევიზიით მყ­ავს ნანახი… ახლა უკვე მოვერიე ჩემს თავს, თორემ თავიდან ძალი­ან დიდი აგრესია მქონდა მამაჩე­მზე. შემთხვევით იყო, ძალით იყო, თუ რა იყო, მაინც ის არის, რომ მე დედა არ მყავს, გიას გაუთვალი­სწინებელი ნაბიჯის გამო. ეს ძალიან დიდი სტრესი იყო ჩემთვის, ასეა დღემდე და ალბათ, ასე იქნე­ბა მთელი ცხოვრება…

 

მამამ დედა მომიკლა, შემთხვევით თუ ძალით, ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს. მთავარია, რომ დედა არ მყავს, ამ­ას შეეწირა ბებიაჩემი, ბაბუაჩემი… ახლა ცოტა შეცოდების მომენტიც გამიჩნდა მამაჩემის მიმართ. ალ­ბათ, თვითონაც განიცდიდა, ეს რომ დაემართა, ციხეში იჯდა და ამაზე მეტი საფიქრალი რა ექნე­ბოდა… გული მწყდება, რომ არ ვიცნობდი…

 

 

– ბავშვობაში დედა რომ მოიკ­ითხეთ, რა გიპასუხეს?

 

– ლაპარაკი რომ დავიწყე, დედა ეგრევე დავუძახე ბე­ბიას, რომელიც მზრდიდა. არ ვსვამდი კითხვას, რა­ტომაა დედაჩემი ბებერიმეთქი, მაგრამ, როცა ბავშ­ვებისგან მესმოდა: „დედაჩემი ახალგაზრდაა, ლამაზია“, სულ კო­მპლექსი მქონდა, მე რატომ მყავს ასეთი მოხუცებული დედა…

 

სამი წლის ვიქნებოდი, ფოტო­ების თვალიერებისას დედაჩემის სურათი რომ ვნახე და ვიკითხე, ეს ვინ არის-მეთქი. ბებიას არ დაუმ­ალავს, რომ დედაჩემი იყო. მითხ­რა, ეს დედაშენია და საზღვარგ­არეთაა წასულიო.

 

6 წლის ვიყავი, ეზოში ბავშვებთან ვთამაშობდი, მშობლებზე ჩამოვარდა ლაპარაკი, ერთმა მკითხა: შენი დედა რატო­მაა ბებერიო, მე ვუთხარი: მე მყავს დედა, რომელიც ახალგაზრდაა და გერმანიაში წასული-მეთქი. ერთმა ბავშვმა მითხრა: დედაშენი გერმ­ანიაში კი არაა, მამამ დედა მოგიკლა და დედაშენი მკვდარიაო. ეს იყო ჩემთვის შოკისმომგვრელი… როგორ უნდა გადამეხარშა ეს 6 წლის ბავშვს?..

 

ავვარდი სახლში, დავი­წყე ტირილი, ისტერიკაში ჩავვარ­დი, მომიყევით სიმართლე, მანა­ხეთ მამაჩემის სურათი, მამაჩემი მკვლელია-მეთქი. ძალიან ცუდ დღეში ვიყავი. ბებიამ, შეძლებისდაგვარად, როგორც შეიძლება 6 წლის ბავშვს აუხსნა, დამიჯდა და ამიხსნა, რომ ეს იყო უბედური შე­მთხვევა. მაინც არ უნდოდა, რომ მძიმედ დაეხატა ყველაფერი…

 

2020-10-05"ირაკლისთან ერთად ცხოვრება, უბრალოდ ცხოვრება არ იყო" - ქეთათო ირაკლი ჩარკვიანთან თანაცხოვრების წლებს იხსენებს

 

მაგრამ მერე დროთა განმავ­ლობაში, რაც უფრო ვიზრდებოდი, სულ მესმოდა, მამამ დედა მოუკ­ლა, მამამ დედა მოუკლაო…

 

საერთოდ, მამაჩემის ხს­ენება არ ყოფილა სახლში. მერე, რომ გავიგე, დედა მომიკლა, და ვიკითხე, სად არის-მეთქი, მითხ­რეს, რომ ციხეშია. 11 წლის ვიქნ­ებოდი, ციხიდან რომ გამოვიდა, რომ არ ვენახე და არ მომკარებ­ოდა, ყოველდღე ძიძა დამყვებო­და სკოლაში. 12-13 წლის ვიყავი, შევედი ოთახში, ბებია ტიროდა, ვკითხე, რა გატირებს-მეთქი. მა­მაშენი გარდაიცვალაო. ძალა უნ­და მოიკრიბო, მაინც მამაშენი იყო და უნდა წახვიდე პანაშვიდზეო. ბებიაჩემის დიდსულოვნებას საზღვარი არ ჰქონდა…

 

ყვავილები მიყიდეს და წავედი. მივედი პანა­შვიდზე, იქ გავიცანი ჩემი ძმა, ჩე­მი და, რომელიც პირველი და მე­ორე ცოლებისგან ჰყავდა მამაჩემს. ესეც ძალიან დიდი სტრესი იყო. იქიდან რომ წამოვედი, მკვდარი ვიყავი. მამა ვნახე გარდაცვლილი, ისე არ მყავდა ნანახი.

 

ერ­თხელ, ფანჯარაზე ვიჯექი, ეზოში შემოვიდა კაცი, გრძელ წვერებში, გაწეწილი, დახეულ პალტოში, ჩაჩაჩულ შარვალში, დაგლეჯილ „ბა­ტინკებში“, ჩვეულებრივი ლოთი, მათხოვარი მეგონა. მოუახლოვდა ჩემს ფანჯარას და მკითხა, ირინას გოგო ხარო? ჰო-მეთქი და დაიწ­ყო ღრიალი. ბებიაჩემმა, ეტყობა, ხმა იცნო, მოვარდა, ფანჯრიდან გადმომაგდო და გული წაუვიდა, თავიდან ვერ მივხვდი, ვერც წარმ­ოვიდგენდი, რომ ეს შეიძლებოდა მამაჩემი ყოფილიყო. მამა კინოში კი მყავდა ნანახი, მაგრამ იმდენად იყო შეცვლილი, საერთოდ ვერ მი­ვხვდი, ვინ იყო. მერე ბებიამ მი­თხრა, მამაშენი იყოო… მესმოდა, როგორ ღრიალებდა, როგორ გა­ვარდა ეზოდან ღრიალით…

 

ბაბუას ძალიან დიდი აგრე­სია ჰქონდა, ფიქრობდა, რომ სა­ერთოდ გაექრო გია. შემდეგ პა­ტრიარქმა დაიბარა ჯუნა, ბავშვს მკვლელი მამაც ეყოფა, მკვლელ ბაბუასაც ნუ დაუმატებ, აკმარე, ნუ გაწირავ ბავშვსო. ბაბუას ბოლომდე სასტიკი აგ­რესია ჰქონდა. მახსოვს, „არასერ­იოზულ კაცს“ ვუყურებდი, ჩემს მეგობარს დავუძახე, ნახე მამაჩე­მი-მეთქი… უცებ წამომცდა, ბა­ბუაჩემი იქით ოთახში გავიდა და ტიროდა, ძალიან ეწყინა…

 

გია ფერაძე და გერმანელი ბურგომისტრის „სიურპრიზი“

 

 

– რას გეუბნებოდათ ბაბუა მა­მაზე, როცა გაიგეთ, რომ მამამ მოგიკლათ დედა?

 

– ბაბუაჩემი საერთოდ არ მე­ლაპარაკებოდა ამ თემაზე, უფრო მე და ბებია ვსაუბრობდით. ჯუნასთვის ეს თემა ძალიან მტკივნ­ეული იყო. რა თქმა უნდა, ბებიას­თვისაც, მაგრამ ბებიას ვთხოვდი, აეხსნა, ჯუნას კი მაგ თემაზე ვერ დაელაპარაკებოდი, საერთოდ ვერ უხსენებდი მამაჩემს.

 

– ბებიამ რომ პანაშვიდზე გა­გგზავნათ, ამ ფაქტს როგორ შე­ხვდა?

 

– წინააღმდეგობა არ გაუწევია, ბებიაჩემმა დაისვა და უთხრა, ბა­ვშვი უნდა წავიდესო! ხმა არ ამოუ­ღია, თავჩაქინდრული იჯდა.

 

– ვერსია რამდენიმე იყო. თქ­ვენ როგორ გგონიათ, რა მოხდა მაშინ?

 

– ვიცი, რომ სიგიჟემდე უყვა­რდათ ერთმანეთი. თურმე დედა­ჩემი სულ იმას ამბობდა, ერთა­დერთი კაცია, ვისაც სიცოცხლეს შევწირავო. მართლაც ასე მოხდა… ხშირად ვფიქრობ მაგაზე, ხშირად კი არა, რომ ვწვები, სულ მაგაზე ვფიქრობ. ხან მგონია, რომ მამა­ჩემი არ იყო ასეთი რაღაცის გამკეთებელი, მარტო იმიტომ კი არა, რომ სიგიჟემდე უყვარდა დედა, იმიტომაც, რომ საერთოდ არ იყო მსგავსი რამის გამკეთებელი და რომ ეს მართლაც უბედური შე­მთხვევა იყო.

 

ვარსკვლავური სამკუთხედი - რას ჰყვება ნანა ლორთქიფანიძე ყოფილ ქმრებზე
2020-10-06ვარსკვლავური სამკუთხედი - რას ჰყვება ნანა ლორთქიფანიძე ყოფილ ქმრებზე

 

 

ხანდახან მგონია, რომ განზრახ მოკლა. თან ეს ჭო­რები სულ გონებას მირევს, ერთი მეუბნება, რომ იმ ღამეს იჩხუბეს, გაშორება უნდოდა, ის ვერ შეეგ­უა ამას, აიღო და ესროლა. ზო­გი ამბობს, რომ იმ კალამს ჩვენც გვიშვერდა, ყველას გვაშინებდა იმ კალმითო.

 

ისეთი იარაღი იყო და ისეთი პატარა ტყვია ჰქონდა, ლარნაკსაც ვერ გატეხდა, მაგრამ დედაჩემს პირდაპირ გულში მოხვ­და, არტერია დაუზიანა, ექიმებიც ვერ უშველიდნენ, მაშინვე რომც მისულიყვნენ. გაორებული ვარ, ხან როგორ ვფიქრობ, ხან – რო­გორ…

 

19 წლის ვიყავი, როცა ჩე­მთან შეხვედრა მოისურვა გიას ადვოკატმა. სამწუხაროდ, გვარი და სახელი არ ვიცი. უნდოდა, რომ სიმართლე ეთქვა. მე არ შევხვდი, სიმართლის შემეშინდა, იმ ეტაპზე არ ვიყავი მზად… სამიოდე თვის შემდეგ, როცა თავს მოვერიე და ვთქვი, რომ მირჩევნია, სიმართლე ვიცოდე და იმ სიმართლით ვიცხ­ოვრო მთელი ცხოვრება-მეთქი, მერე უკვე ვეღარაფერი გავარკ­ვიე. ის კაცი რომ მოვიკითხე, მი­თხრეს, გარდაიცვალაო…

 

იცით, რამ შემზარა? ამ მკვლელობის შემდეგ მამაჩემი გაიპარა, მოაწ­ყო ინსცენირება, თითქოს დედაჩემს ეძინა, დააწვინა, „ადიალა“ გადააფარა, იარაღი „დუხოვკაში“ შედო და გაიპარა. დილით, ბებია რომ შევიდა ოთახში, გულწასული ეგონა და ფეხებს უთბილავდა დე­დას… თავიდან ეგონათ, რომ ქუ­რდები შემოვიდნენ და მოკლეს, ბებიაჩემი იმას ტიროდა, გია რომ გაიგებს, გადაირევაო.

 

გია… წა­სულა ვიღაც ცუდი ყოფაქცევის ქალთან, მთელი ღამე იქ ყოფილა, დილას მივიდა და ჩაბარდა. ეგ იყო ჩემთვის ძალიან ცუდი ფაქტი. კი თქვეს ექიმებმა, მაინც არაფერი ეშველებოდაო, მაგრამ ხომ შეიძ­ლებოდა, შველებოდა? ან მან ხომ არ იცოდა, რომ არ ეშველებოდა? ხომ შეიძლებოდა, ეყვირა, რომ ეს დაემართა? სულ ის ფიქრები მაწვალებს, რამდენი ხანი იცოც­ხლა დედაჩემმა, რამდენი იწვალა, ვინ იცის, რამდენი იყვირა, შველ­ას ითხოვდა…

 

ტრაგედია, რომელიც თბილისელებს დღემდე ახსოვთ, 1985 წლის 19 მარტს დატრიალდა. მსახიობი გია ფერაძე და მისი მეუღლე, ცნობილი მხატვრისა და ...

 

 

თავიდან პირველი ორი კვირა ბებია არ მიკარებდა, დანახვა არ უნდოდა ჩემი, გიას შვილიაო. მერე სიცხე მქონდა მა­ღალი, გულში ჩამიკრა და მას მე­რე გვერდიდან არ მიშორებდა.

 

ვერ გეტყვით, როგორ მზრდიდა, მართლა ყველაფერი მომცა, თუ­ მცა სულ იმას განიცდიდა, მთავ­არს, დედის სითბოს მაინც ვერ მივცემო. ნერვიულობის ნიადაგზე კიბო დაემართა. 13 წლის ვიყავი, რომ გავიგე, ექიმები ამბობდნენ, მაქსიმუმ 2 წელს იცოცხლებსო, ბებია კი სულ იძახდა, სანამ გზ­აზე არ დავაყენებ, მანამდე ყველ­აფერს ვიზამ, რომ ვიცოცხლოო.

 

მართლაც, ისეთი წამლები იკეთა, რომ როგორღაც გაძლო. 17 წლ­ის ვიყავი, რომ დაიღუპა. მერე ბაბუაჩემს აღმოაჩნდა კიბო და 20 წლის ვიყავი, ბაბუა რომ გარდაიცვალა.

 

ძალიან ბევრმა მაქცია ზურგი, არადა, მეგონა, რაღაც რომ გამიჭირდებოდა, გვერდით დამიდგებოდნენ, მაგრამ მწარე რეალობას შე­ვასკდი. აღმოჩნდა, რომ სულ მარტო ვარ, ჩემი მეგობრების ამარა. ჩემით მიწევს ცხოვრების გატანა. მხოლოდ მეგობრები მიდგანან გვერდით.

 

 

– თქვენ როდის შექმენით ოჯ­ახი?

– 18 წლის ვიყავი, ოთო ქიქოძეს რომ გავყევი ცოლად. ვერ შევეწყ­ვეთ ერთმანეთს, სადღაც სამ წელიწადში განვქორწინდით. არ ვნ­ანობ, ასე ადრე რომ გავთხოვდი, იმიტომ, რომ დამრჩა ანგელოზი­ვით შვილი – ირინა. ძალიან მინდ­ოდა, რომ გოგონა მყოლოდა და დედაჩემის სახელი დამერქმია, ამ­ით მაინც მეცა მისთვის პატივი…

 

– როდესაც ბატონ ჯუნას ას­ეთი მწარე გამოცდილება ჰქ­ონდა სიძესთან დაკავშირებით, როგორ შეხვდა სიძეს? ალბათ, მაქსიმალურად ეჭვის თვალით უყურებდა, შეეცდებოდა, ყველ­აფერი გაეგო მის შესახებ…

 

– ძალიან ცუდად მოვექეცი ბაბუაჩემს, გავიპარე… გულზე ოპერაცია გაიკეთა სტამბულში, ჩამოვიდა და მე გავიპარე… დავუ­ტოვე წერილი, რომ ძალიან მიყვ­არს, რომ ეს ნაბიჯი გადავდგი და ა.შ. დამირეკა, ტიროდა, ოღონდ შენ ბედნიერი იყავი, ჩემთვის ეგაა მთავარი, მეტი სათქმელი არაფ­ერი მაქვსო და ღმერთმა დაგლ­ოცოთო.

 

ძალიან კარგად მიიღო სიძე, მაგრამ სულ აკვირდებოდა და სულ მაფრთხილებდა, შენ გა­ქვს დიდი მაგალითი, არასოდეს გამოიყვანო წყობიდან კაცი, იმიტ­ომ, რომ შეიძლება ისეთი რაღაც გააკეთოს, მოხდეს გაუთვალისწ­ინებელი შემთხვევაო…

 

ძალიან ბედნიერი ვარ, ის­ეთმა ადამიანებმა რომ გამზარდეს, როგო­რებიც ბებია და ბაბუა იყვნენ, მადლობის მე­ტი არაფერი მეთქმის, მაგრამ ბე­დნიერი ვი­ქნებოდი, დედასა და მამას რომ გავეზარდე.

 

(გაზეთი “პრაიმტაიმი” N26-ის არქივიდან 2009 წ.)

ავტორი: Prime Time

0
კომენტარი - +