12:39 | 2021-06-05 ავტორი: Prime Time

მამაკაცმა კორონავირუსით დაინფიცირებული ცოლი დაკრძალა, შინ დაბრუნების შემდეგ კი შოკში ჩავარდა – რა მოხდა ინდოეთში

მამაკაცმა კორონავირუსით დაინფიცირებული ცოლი დაკრძალა, შინ დაბრუნების შემდეგ კი შოკში ჩავარდა – რა მოხდა ინდოეთში

ინდოეთის ერთ-ერთ შტატში უცნაური შემთხვევა მოხდა. ქმარი ცოლის დაკრძალვის შემდეგ სახლში დაბრუნდა, მომხდარმა კი შოკში ჩააგდო. მას მეუღლე სახლში ცოცხალი და განაწყენებული დახვდა. ამის შესახებ უცხოური გამოცემა წერს.

 


75 წლის ქალს (მუტიალა გირიჯამასკორონავირუსი ჰქონდა დადასტურებული, რის შემდეგაც ოჯახმა გადაწყვიტა, რომ საავადმყოფოში წაეყვანათ. ქალის მეუღლე, გადადია, ცოლის მოსანახულებლად ყოველდღე მიდიოდა, მაგრამ ერთ დღესაც ქალი საავადმყოფოში ვეღარ იპოვა.

 

ექიმებმა მამაკაცს უთხრეს, რომ მისი მეუღლე გარდაიცვალა და პანდემიის გამო დაწესებული წესების მიხედვით, ცხედარიც სპეციალური ჩანთით გაატანეს. მამაკაცს ურჩიეს, რომ ჩანთა არ გაეხსნა და ცხედარს არ შეხებოდა. კაცმა საყვარელი ცოლის ცხედარი მშობლიურ სოფელში წაიღო და შესაბამისი რიტუალიც შეასრულა.

 

 

ქალი „დაკრძალეს“, თუმცა რამდენიმე დღეში გადადიამ გაიგო, რომ მას კორონავირუსით შვილი გარდაეცვალა, ამიტომ გადაწყვიტა დედა-შვილისთვის საერთო რიტუალი ჩაეტარებინა.

 

მისი მეუღლე პირველად სწორედ რიტუალის ჩატარებისას, მოსახსენიებელ საღამოზე ნახა, როდესაც ქალი ჩვეულებრივად გამოვიდა და სტუმრებთან ერთად დაჯდა. იგი ქმარს საყვედურობდა, თუ რატომ დატოვა საავადმყოფოში და არ მიაკითხა დროულად.

 

ამის შემდეგ ოჯახი შეშინდა, რადგან მიხვდნენ, რომ საავადმყოფოდან მამაკაცს უცხო ადამიანის ცხედარი გამოატანეს, რომელიც მან დაკრძალეს.

 

ჯერ კიდევ არ არის ცნობილი პიროვნება, რომელიც საავადმყოფოდან მამაკაცს გამოატანეს. საავადმყოფოს ამის შესახებ კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.

 

 

ბოლო პერიოდია ინდოეთის ჯანდაცვის სისტემა ზეწოლის ქვეშ არის, რადგან ქვეყანაში ყოველდღიურად დაინფიცირებულთა რიცხვი იზრდება.

 

ბოლო 24 საათში ინდოეთში კორონავირუსის 132 364 ახალი შემთხვევა დააფიქსირა, ხოლო გარდაცვლილთა რაოდენობა 2 713-ით გაიზარდა.

 

დღეისათვის ინდოეთში დაფიქსირებულია 28,664,375 ინფიცირებული, ხოლო სიკვდილიანობა 342,280 -ს აღწევს.

 

ავტორი: Prime Time


X