01:15 | 2021-03-03 ავტორი: Prime Time

მამაკაცი კლინიკას მისი სპერმის ერთსქესიანი წყვილების დასახმარებლად გამოყენებისთვის უჩივის

მამაკაცი კლინიკას მისი სპერმის ერთსქესიანი წყვილების დასახმარებლად გამოყენებისთვის უჩივის

49 წლის ნილ გასკელი ინ ვიტრო განაყოფიერების კლინიკას უჩივის მას შემდეგ, რაც მათ მამაკაცის სპერმა, მისი სურვილის საწინააღმდეგოდ, გეი წყვილებისა და მარტოხელა დედების დასახმარებლად გამოიყენეს. ინფორმაციას ამის შესახებ Mirror-ი ავრცელებს.

 

გასკელი გაოცდა, როცა გაიგო რომ მისი სპერმის გამოყენებით 13 ბავშვი დაიბადა. როგორც გასკელი ამბობს, მას სურდა მისი სპერმის დახმარებით გაჩენილ ბავშვებს გვერდით დედ-მამა ყოლოდათ და არა ორი დედა ან ორი მამა.

 

Louis Vuitton-ის სამარკო ნიშნით პრეზერვატივები 68 დოლარად იყიდება - იდეის ავტორი ქართველია
2021-03-02Louis Vuitton-ის სამარკო ნიშნით პრეზერვატივები 68 დოლარად იყიდება - იდეის ავტორი ქართველია

 

გასკელს ამის გამო ძალიან ბევრი ადამიანი აკრიტიკებს და მას მარტოხელა დედებისა და ლგბტქ თემის დისკრიმინაციაში სდებენ ბრალს. თუმცა, თავად გასკელი ასე არ ფიქრობს.

 

„ეს დისკრიმინაცია არაა, არც ფანატიზმი. მინდოდა ბავშვებს გევრდით დედა და მამა ყოლოდათ. ამის გამო ბევრი მაკრიტიკებს, მაგრამ ბევრიც მეთანხმება. არ მინდა, რომ როცა ისინი გაიზრდებიან იკითხონ „რატომ მყავს ორი დედა?“ ან „სად არის მამა?“. ბავშვები ქალმა და კაცმა უნდა აღზარდონ. ზოგადად არ მაქვს პრობლემა ერთსქესიან წყვილებთან დაკავშირებით. უბრალოდ მინდოდა, რომ ჩემი სპერმა მათ დასახმარებლად არ გამოყენებულიყო. მინდოდა ბავშვების ცხოვრებაში ყოფილიყო მამის ფიგურა, რათა მერე ჩემი ძებნა არ დაეწყოთ“,- აცხადებს გასკელი.

 

თავად მას 3 შვილი ჰყავს, რომელიც ინ ვიტრო განაყოფიერების კლინიკაში მკურნალობის შემდეგ შეეძინა. გასკელმა კლინიკისთვის სპერმის დონაცია 2010 წელს მას შემდეგ დაიწყო, რაც მკურნალობის დროს უთხრეს რომ „სუპერმენის სიძლიერის სპერმა“ ჰქონდა. მან გადაწყვიტა მის მდგომარეობაში მყოფ ადამიანებს დახმარებოდა. თუმცა, სანამ ამ გადაწყვეტილებას მიიღებდა, მან სპეციალური ფორმა შეავსო, სადაც აღნიშნა რომ არ უნდოდა მისი სპერმა ერთსქესიანი წყვილების დასახმარებლად გამოეყენებინათ.

 

6 წლის შემდეგ გასკელს კლინიკიდან დაურეკეს და განუცხადეს, რომ მათ შეცდომა დაუშვეს და მისი სპერმა მისი ნების საწინააღმდეგოდ გამოიყენეს. გასკელმა კლინიკას სასამართლოში უჩივლა და ოთხწლიანი ბრძოლის შემდეგ სასამართლო პროცესი მოიგო.

ავტორი: Prime Time


X