20:17 | 2021-03-12 ავტორი: მარი ჯაფარიძე

მამაკაცებისთვის სათაყვანებელი, ცნობილი მარტოხელა დოდო და 60 წლის ასაკში აღმოჩენილი ხატვის ნიჭი

მამაკაცებისთვის სათაყვანებელი, ცნობილი მარტოხელა დოდო და 60 წლის ასაკში აღმოჩენილი ხატვის ნიჭი

ძნელი დასაჯერებელია, რომ ეს ქალბატონი 61 წლისაა და ასევე ძნელი დასაჯერებელია, რომ ხატვა სულ რაღაც 1 წლის წინ დაიწყო. მისი ნახატების თვალიერებისას დიდ სიამოვნებას მიიღებთ და ბავშვობაში იმოგზაურებთ. ალბათ სწორედ ამიტომაა, რომ დადებითი ემოციებით ივსები.

 


ლიკა ბუხნიკაშვილმა „პრაიმტაიმთან“ ინტერვიუში თქვა, რომ თვეში რამდენიმე ნახატს ყიდის და უცხოეთში გამოფენის მოწყობასაც აპირებს.

 

– ერთი წლის წინ, რაღაც პრობლემა შემექმნა, როს გამოც დამეწყო დეპრესია და პანიკური შიშები. დავიწყე მკურნალობა, ამ პერიოდში თითქმის სულ სახლში ვიყავი და აღარ ვიცოდი, რა მეკეთებინა. ხელსაქმე არ მიზიდავდა და გადავწყვიტე, რომ ხატვა უნდა დამეწყო. გუდაურის ერთ-ერთი სასტუმროს დირექტორი ვარ და ჩემი კოტეჯიც მაქვს, მაგრამ იქაც ვერ მივდიოდი და ფუნჯს მოვკიდე ხელი. პირველი ნახატი პატარა ანგელოზი იყო და სოციალურ ქსელში რომ დავდე, დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. ამან სტიმული მომცა თითქოს და ერთი წელია, არ გავჩერებულვარ, ყოველდღე ვხატავდი. ამ ნახატების მიხედვით შეიძლება მიხვდეთ, როგორ გავიზარდე ამ ხნის განმავლობაში.

 

Возможно, это иллюстрация (один или несколько человек, люди стоят и верхняя одежда)

 

ხატვის ტექნიკა არსად მისწავლია, რასაც ვგრძნობ, იმას გადმოვცემ. ნახატებს რომ გადავხედავ, მე თვითონ მიკვირს, ნუთუ ეს მე დავხატე-მეთქი? ბავშვობაში ისევე ვხატავდი, როგორც ყველა ბავშვი ხატავს, თუმცა, შესაძლოა, სხვებზე მეტად მიყვარდა ეს პროცესი. სულ მინდოდა, რომ მხატვარი ვყოფილიყავი, მაგრამ დარწმუნებული ვიყავი, რომ ეს არ მოხდებოდა, რადგან ნიჭი არ მქონდა. თუმცა, აგერ, ერთი წლის წინ აღმოვაჩინე, რომ კარგად გამომდის.

 

Нет описания фото.

 

მეყიდება კიდეც ნახატები. ბევრი არა, მაგრამ თვეში 3-4 ნახატს ვყიდი – 150-200 ლარად. ავსტრიაში მცხოვრებმა ჩემმა მეგობარმა მითხრა, რომ მისი იქაური ახლობლები დაინტერესებულან ჩემი ნახატებით და შემომთავაზა გამოფენის გაკეთება, მაგრამ ამ ეტაპზე ვერ მოვახერხებ. სლოვაკეთიდანაც მქონდა შემოთავაზება გამოფენის თაობაზე და ყველაფერი დროის საკითხია. ჩემი ნახატები მუყაოზეა შესრულებული, გუაშით და ხანდახან აკრილსაც ვიყენებ.

 

Нет описания фото.

 

რატომღაც თავიდანვე დავიწყე პუტკუნა ქალების ხატვა. ერთ დღეს დავხატე ქალი სარკეში. შევხედე და მომინდა, სახელი დამერქმია. დავარქვი დოდო.  ეს დოდო ისე მოეწონათ ჩემს მეგობრებს სოციალურ ქსელში, რომ კიდევ ერთი დოდო დავხატე და ისე გამოვიდა, რომ მთელი სერია მაქვს დახატული, მარტოხელა დოდოზე და ყველა იცნობს. როგორ უთვალთვალებს მამაკაცი ფანჯრიდან, როგორ დადის რესტორანში და ა.შ. ახლა მწერენ, დააქორწინეო, მაგრამ ჯერ არ მინდა მისი დაქორწინება. იმდენად მოეწონათ მეგობრებს, მამაკაცები მწერდნენ, შეგვიყვარდა შენი დოდო და ყოველდღე დახატეო.

 

Нет описания фото.

 

რომ მაქებენ, ძალიან მომწონს, მაგრამ ბოლომდე ვერ ვაცნობიერებ, თუ მართლა კარგად გამომდის. მე ისე იოლად „მეხატება“, რომ დიდ მნიშვნელობას ვერ ვანიჭებ ჩემს ნახატებს.

 

ცნობილი მარტოხელა დოდოს სერია

 

Возможно, это художественное изображение (в помещении)

 

 

 

Возможно, это иллюстрация (в помещении)

 

Возможно, это иллюстрация (в помещении)

 

Возможно, это иллюстрация (в помещении)

 

Возможно, это иллюстрация (в помещении)

 

Возможно, это иллюстрация (1 человек)

 

Возможно, это художественное изображение

 

Возможно, это художественное изображение

 

 

ავტორი: მარი ჯაფარიძე


X

error: Content is protected !!