fbpx
13:02 | 2020-05-27 ავტორი: თამარ გონგაძე

“მამაჩემის მერე “ბენდუ” იყო, ვისი დაღუპვაც ასე განვიცადე, ახლა ჰენრია” – კობა სუბელიანის სამი ტკივილი

“მამაჩემის მერე “ბენდუ” იყო, ვისი დაღუპვაც ასე განვიცადე, ახლა ჰენრია” – კობა სუბელიანის სამი ტკივილი

“საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ორმოცი შეუსრულდა ჰენრი ჯორჯ მილერს. უბრალო დამთხვევაა მაგრამ სიმბოლოებს არ დავსდევ-მეთქი რომ გითხრათ, მოგატყუებთ” – სოციალურ ქსელში წერს პოლიტიკოსი, კობა სუბელიანი.

 

კობა, ნიუ-იორკში, წელიწადნახევრის მანძილზე თანაშემწედ მუშაობდა ამერიკელ ადვოკატთან, ჰენრი მილერთან, რომლის შესახებაც ის ხშირად წერდა სოციალურ ქსელში.

 

17 აპრილს კი 90 წლის მილერი კორონავირუსმა იმსხვერპლა. “ჩვენც მოგვწვდა ვირუსი, ჰენრი მილერი აღარ არის” – “ფეისბუქზე” წერდა სუბელიანი.

 

2020-05-26"26 მაისის აღნიშვნა შევარდნაძეს იმისთვის უნდოდა, რომ ზვიადის როლი დაეკნინებინა" - გურამ პეტრიაშვილი

 

ახლა კი ქართველი პოლიტიკოსი, სოციალურ ქსელში, იმაზე წერს, თუ როგორ ვერ შეეგუა იმ რეალობას, რომ ამერიკელი ადვოკატი აღარ არის და მისი ხმა ისევ ჩაესმის.

 

კობა სუბელიანი: – მამაჩემის მერე “ბენდუ” იყო, რომლის დაღუპვაც ასე განვიცადე და ახლა ჰენრია. უნებური განცდა დამსდევს მუდმივად, რომ ან ახლა დამირეკავს, დამიძახებს, ან ახლა. მაგრამ ეგ არასოდეს მოხდება და ჭირს ამის ცხადად გაცნობიერება.

 

მეგონა, დროში გაივლიდა და დავიწყებას მიეცემოდა, მაგრამ ასე არ გამოვიდა.

 

“ჩვევა რჯულზე მტკიცეას” პრინციპისა და უმცროს-უფროსობიდან გამომდინარე რომ წამცდებოდა ხოლმე მიმართვისას – ,,მისტერ მილერ”, უმალ მომიტრიალდებოდა და – ,,ჯექობ, ქამაან, ნო მორ მისტერ მილერ, ფლიზ.

 

იუ ჯასთ ქოლ მი ჰენრი, ფორ ქრაისთ სეიქ” – მისი ეს ნათქვამი ცხოვრების ბოლომდე ჩამესმება ყურში.

 

 

ავტორი: თამარ გონგაძე

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X